საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მაია ცქიტიშვილი: სახელმწიფოს ანაკლიის პროექტში უკვე 60 მილიონ ლარამდე აქვს ინვესტირებული

personuser access_time11-03-2019, 16:51


მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი ანაკლიის პროექტის კერძო კომპანიის მიერ აშენება და შესაბამისად, სახელმწიფო არ აპირებდა პროექტში ფინანსურ მონაწილეობას.

„სახელმწიფოს ქონდა აღებული პორტამდე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრრუქტურის მიყვანის ვალდებულება. ასევე, დაახლოებით 60 მილინი ლარი მოხმარდა მიწების გამოსყიდვას. ეს მიწები უკვე გადაეცა კონსორციმს. ეს ვალდებულებაც უკვე შეასრულა სახელმწიფომ, ანუ მას ანაკლიის პორეტში უკვე ინვესტირებული აქვს ეს თანხა. პროექტში სხვა ფინანსური მონაწილეობის ინტერესი სახელმწიფოს არ ქონია და ეს გაცხადებული იქნა თავიდანვე,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.


ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის განვიარების კონსორციუმმა მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში და დათანხმდა კონკურსის პირობებს.


თუმცა, გამარჯვებულად გამოცხადებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში, კონსორციუმმა მიმართა მთავრობას ხელშკრულების შეცვლილი პირობებით გაფორმების თხოვნით, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფდა სრული დაფინანსების მოძიებას და საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან პროექტში დამატებითი მონაწილეობა.


„სწორედ ამ მომართვის შედეგია ის გადაწწყვეტილება, რომელიც გულისხმობს საპარტნიორო ფონდის მიერ ბიუჯეტის დაფინანსებით ამ პროექტში დამატებითი 100 მლიონი დოლარით მონაწილეობას... ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც კონკურსს ერთი პირობით აცხადებ, გყავს გამარჯვებული და მერე ხდება პირობების შეცვლა, კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს. როდესაც კაბალურ პირობებზე ვსაუბრობთ, კონკურსი გამოცხადებული იყო იმ პირობით, რომ სახელმწიფო არანაირი ფინანსური მონაწილეობა არ უნდა ქონოდა ამ პროექტში, გარდა მიწების გადაცემისა და გზის და რკინიგზის მიყვანისა. სანამ გაფორმდა ხელშკრულება სახელმწიფო უკვე დათანხმდა კონსორციუმს ახალ პიროებზე. კონსორციუმი იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას 2014-დან 2016 წლის განმავლობაში და რატომღაც კონსორციუმის გამარჯვებულად დასახელების მერე ხდება ეს პირობა კაბალური“.


მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მას აქვს სურვილი შესრულდეს ანაკლიის პროექტი. მისი განმარტებით პროექტის შესრულების პრობლემები 2017 წლიდან დაიწყო, თუმცა, ამაზე აქამდე არავინ საუბრობდა.


კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სრული დაფინანსების - 600 მილიონი დოლარის მოზიდვის ვალდებულება 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო, მაგრამ 2017 წლის ბოლოს ამ ვალდებულების შესრულება გადავადდა 2018 წლის 31 დეკემბრამდე. არც 2017 და 2018 წლის ბოლოს ვალდებულება არ შესრულებულა და 2018 წლის ბოლოს კიდევ 6 თვით გადავადდა. მინისტრის თქმით, კონსორციუმს არაერთხელ გადაუვადდა, როგორც დაფინანსების, ისე მშენებლობის დაწყების ვალდებულება.


„ჩვენ ნაწილობრივ სიმართლეს ვისმენთ კონსორციუმის მხრიდან. ხელშეკრულებით ყველა პირობაა გაწერილი. გაწერილია, თუ რას ნიშნავს სამუშაოების დაწყება. ის სამუშაოები, რომელიც არის განხორციელებული არის მოსამზადებელი ტიპის სამუშაოები, ის დაღმავების პირველი ეტაპის სამუშაოები იქნა გამოყვენილი ძირითადი სამუშაოებიდან და ჩვენც დავეთანხმეთ ამაზე კონსორციუმს, რათა სამუშაოები დაეწყოთ და არ მიგვეღო კიდევ უფრო დიდი ჩამორჩენა და ეს უფლება ჩვენ მივეცით დამატებითი 20 მილიონი დოლარის გარანტიის წარმოდგენის გარეშე. თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს ვიათარება როცა ჯერ არ არის დასრულებული სრული საპროექტო დოკუმენტაცია და მათივე განცხადები და მათ აქვს გამოცხადებული კონკურსი კონტრაქტორის შრჩევაზე. და ეს კონტრაქტორიც უნდა შერჩეულიყო 2017 წლის ბოლოს, მერე 2018 წლის ბოლოს და მერე უკვე მარტის ბოლოსთვის. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვიქნებით კონსორციუმის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილები",-აღნიშნა ცქიტიშვილმა.


მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესია ის, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანოს. თუმცა, მინისტრი ამბობს, რომ კონსორციუმს გრაფიკთან დაკავშირებით ჩამორჩენა აქვს.
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია