საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


განზრახ მკვლელობის მცდელობა ხაშურში - დაჭრილი 19 წლის ბიჭია

personuser access_time12-03-2019, 14:49


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში 19 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. უწყების ცნობით, მომხდარში ბრალდებული დაკავებულია, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ხაშურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ტაბატაძის ქუჩის მიმდებარედ, 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.რ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს"- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია