საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


რვას მინუს ორი - გორის საკრებულოში ექვსი ფრაქცია დარჩა მათი უმრავლესობა მმართველ გუნდს ეკუთვნის

personuser access_time11-03-2019, 14:52


vრვას მინუს ორი - გორის საკრებულოში ექვსი ფრაქცია დარჩა, მათი უმრავლესობა მმართველ გუნდს ეკუთვნის. კენჭისყრის შედეგად, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში ოპოზიციური ძალების მიერ შექმნილი ორი ფრაქცია გაუქმდა. ფრაქციების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “ევროპული შენება“ წარმომადგენლები, მუშაობას საკრებულოს წევრების სტატუსით გააგრძელებენ.


გორის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი ორი ფრაქცია, დღეს ერთი მეორეს მიყოლებით გაუქმდა. დეპუტატებმა კენჭისყრის პრინციპით, ჯერ “ევროპული შენების“ გაუქმება მიიღეს ცნობად, შემდეგ კი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“. “ევროპული შენება“ თავის დროზე "შენების მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს " ალიანსით შეიქმნა. გასული თვის 13 რიცხვში კი, ფრაქციის დატოვების შესახებ საკრებულოს, ერთ-ერთმა წევრმა კახაბერ ბურჯანაძემ მიმართა. ფრაქციაში სამ წევრზე ნაკლები დარჩა და შესაბამისად, ის ავტომატურად გაუქმებულად ითვლებოდა.

“ამ ეპატზე ვინმესთან კონსულტაცია და ახალი ფრაქციის შექმნა არ იგეგმება“- აცხადებს კახა ბურჯანაძე.

“ ორი ოპოზიციური ფრაქციის დაშლა ნიშნავს, რომ ოპოზიციური ხმა ბიუროს სხდომებზე ჩახშული იქნება, თუმცა “ქართული ოცნების“ სიხარული ჯერ ნაადრევია“-განაცხადა ბექა ქორჩილავამ. ის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ გაუქმდა, თუმცა, გუნდის წევრები სიახლეებზე მიუთითებენ. ამ ფრაქციის გაუქმებას წინ, შიდა პარტიული დაპირისპირება უძღვოდა. რასაც სამკაციანი შემადგენლობიდან ირმა ამბარდნიშვილის განცალკევება მოჰყვა. დეპუტატი მანდატის დათმობას არ გეგმავს. მისი თანაგუნდელები კი, ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებენ.

“უახლოეს მომავალში შევქმნით ახალ ფრაქციას, ვისთან ერთად, ამას მალე ვაცნობებთ საზოგადოებას. “ქართული ოცნების“ ოცნება იყო, რომ დაშლილიყო ჩვენი ფრაქცია, მაგრამ მინდა ვახარო, რომ უახლოეს მომავალში ნაციონალური მოძრაობა ფენიქსივით აღსდგება“- აცხადებს ბეა ქორჩილავა.

“მაგრამ მე არ ვაპირებ არსად წასვლას. დეპუტატის მანდატი რომელიმე კონკრეტული პარტიის საკუთრება არ არის და შესაბამისად არ დავთმობ. ძველებურად გავარგრძელებ გორის საკრებულოში აქტიურ მუშაობას, თუმცა, წევრის სტატუსით. ამ ეტაპზე, რომელიმე დეპუტატთან ერთად ფრაქციის შექმნას არ ვგეგმავ, არც სადმე გაწევრიანება“- აცხადებს ირმა აბარდნიშვილი.

საკრებულოს დეპუტატები, მმართველი პარტიინდან, ოპოზიციური ფრაქციების გაუქმებას არ ემხრობიან. ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ საკრებულოს მუშაობისთვის ოპოზიციური ფრაქციების რიცხვი მნიშვნელოვანია. თუმცა, მიშა გოგინაშვილი მათ დაშლაში ტრაგედიას ვერ ხედავს.
საერთოდ, საკრებულოს მუშაოისთვის უკეთესია, რაც მეტი ოპოზიციური ფრაქცია იქნება. თუმცა, რას ვიზამთ ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით“- ასეთია ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მიხეი გოინაშვიის აზრი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ოპოზიციური ფრაქცია "პატრიოტები ხალხის სამსახურში“ დარჩა. თვალსაჩინოა, რომ გორის ბიუჯეტს ერთი ფრაქციის შენახვა თვეში 4 000 ლარამდე უჯდება. ორი ფრაქციის გაუქმების შემდეგ კი, იქამდე ვიდრე, ახალი გაერთიანებები შეიქმნება, ამ მხრივ ხალხის ფულიდან 8 000 ლარი დაიზოგება.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია