საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ფონიჭალაში დედა და ორი შვილი დააკავეს - ამოღებულია რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება

personuser access_time12-03-2019, 18:53


ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცველებმა ალესკეროვების ოჯახის სამი წევრი დააკავეს. დაკავებულია დედა და ორი ვაჟი.

ქალბატონი რამდენიმე საათის წინ ქუჩაში დააკავეს, შვილები კი, რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ, სახლიდან აიყვანეს.

სამართალდამცველებს ადგილზე შეკრებილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და სპეცრაზმის ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს.

ოჯახის ადვოკატის, რევაზ რიჟამაძის განცხადებით, ალესკეროვების კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია