საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


საძოვრების პრობლემა ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში - მოსახლეობა იძულებულია პირუტყვის გაყიდვა დაიწყოს

personuser access_time11-03-2019, 11:40


საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა შემოსავლის გარეშე რჩება. ადგილობრივების დიდი ნაწილი იძულებულია პირუტყვი გაყიდოს, რადგან, საძოვრები თითქმის აღარ არის, ტერიტორიების ერთი ნაწილი ოპუპანტებმა მიიტაცეს, მეორე ნაწილზე კი ე.წ. მესაზღვრეების პატრულირების გამო გადაადგილება საფრის შემცველია. ხელისუფლებამ არ იცის პრობლემა როგორ უნდა გადაჭრას.

სოფლებში - ახალუბანში, აძვსა და ჯარიაშენში საძოვრების არქონას უჩივიან. ადგილობრივების ინფორმაციით, საძოვრების დიდი ნაწილი საუკუპაციო ხაზის მიღმაა დარჩენილიხოლი და მასთან მიახლოებას ვერ ბედავენ. ადგილობრივების თქმით, პირუტყვის გამოკვება სახლთან ახლოს, მცირე მიწის ფართობებზე უწევთ.

“ფაქტობრივად, რაც კი საძოვრებისთვის განსაზღვრული ტერიტოიები გქიდა კუპირბულ ტერიტორიაზე დარჩა. ჩვენ მხოლოდ პატარა მონაკვეთზე შეგვიძლია საქონლის აყვანა, ეს კი საკმარისი არ არის“-ამბბს მიხეილ მეღრიჯანაშვილი.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, 2008 წლის ომამდე საძოვრების პრობლემა არ ჰქონდათ. ომის შემდეგ კი პირუტყვის მწყემსვა სოფლის მინდვრების მცირე ნაწილშიღაა შესაძლებელი. ადგილობრივებსა და ოკუპანტებს ზოგიერთ მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის მანიშნებელი ბანერები, ზოგგან კი მავთულხლართები ჰყოფთ.

“ტერიტია, რომელზეც ვაძვებდით პირტყვს უსაფრტო აღარ აის, რადგან იქიდან ბევრი ტანასოფლელი გაიტაცეს. თუ საძოვრები არ იქნება მშიერი ძროხის ყოლას რარა აზრი აქვს“-ამბბენ სოფელსი.

“გვინდა ვიყოლიოთ საქონელი, მაგრამ ვერ ვახერხებთ საძოვრის პრობლემის გამო. დაახლოეით 10 ჰქტარიღაა სზოვარი და ის არ გვყოფნის“- გვითხრა ოთარ ელიურმა.



საძოვრების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლლობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში, თუმცა, პრობლემის გადაჭრის გზებს ისინი ვერ ხედავენ.

“ე.წ. საზღვრისპირა სოფლები, რომლებზეც მეკითხებით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოყვა ფარტოის დი ნაწილი. კი არის ცოტა დარჩენილი, მაგრამ არ ჰოფნის ხალხს, სხვა საძოვრების გამოყოფა მანდ არ შეიზლება“- განაცხადა ტარიელ ვათიაშვილმა.

მოსახლეობა ხელისუფლებას გამოსავლის ძიებას სთხოვს. ამბობენ, რომ თუ საძოვრების პრობლემა არ მოიხსნა, საქონლის გაწყვეტა მოუწევთ, რაც მათ ისედაც მძიმე სოციაალურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება.

ავტორი: ანა კოსტანაშვილი
რედაქტირი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია