საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,მუცელზე დაიდო დანა, მერე კისერზე და ბოლოს ფეხში მართლა ჩაირჭო... ბავშვი რომ არ წამოგვეყვანა, შეიძლება დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო" - სოციალური მუშაკი

personuser access_time13-03-2019, 12:43


რატომ არ იცავს სახელმწიფო სოციალურ მუშაკებს?

გასულ თვეში სანზონაში მომხდარი ტრაგედიისას, როდესაც 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალებისთვის დედა დააკავეს, ჩვენში ძალიან ბევრი საყვედური გამოითქვა საოციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლების მიმართ. რიგ შემთხვევაში პატარას გარდაცვალებაში მათ დაუდევრობასაც აბრალრბდნენ, თუმცა საკითხავია რა პირობებში უწევთ მუშაობა სოცმუშაკებს?

უკვე რამდენიმე კვირაა ისინი აქციებს მართავენ და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. ისინი სისტემური პრობლემების მოგვარებას სახელმწიფოს სთხოვენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ პროგრამა გაწერილია და
ნელ-ნელა მოხდება ცვლილებები. თავად სოციალური მუშაკების კანონი კი 2021 წელს ამოქმედდება.

სოციალური მუშაკების თქმით კი, დრო არ ითმენს. ის, რომ მათ ურთულეს მდგომარეობაში უწევთ ყოფნა, ამის დასტურია 12 თებერვალს მომხდარი ფაქტი. ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკი ნანი მახათაძე ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მას მეტროში იმ ბავშვის დედა დაესხა თავს, რომლის შვილი რამდენიმე დღით ადრე, უმძიმესი პირობების გამო მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.
21 წლის ნინო კობაიძე მეტროში ჩვილით ხელში თითქმის ერთი წელია დადის და მოწყალებას ითხოვს. ის არაერთხელ იყო გაფრთხილებული, რომ ბავშვი ქუჩაში არ გაეყვანა, მაგრამ დედა ამ გზით საკმაო თანხას შოულობდა ყოველდღიურად და ამაზე უარი არ თქვა. უმძიმეს პირობებში ცხოვრობს პატარა და ამიტომ სოციალურმა მუშაკებმა ქსენია ნაჭყებიამ და ნანი მახათაძემ ინციდენტამდე 4 დღით ადრე ბავშვი პოლიციის თანხლებით გადაიყვანეს სახლიდან მინდობით ოჯახში. როგორც ჩანს, შვილის გარეშე დედა მეტროში მათხოვრობას ისევ აგრძელებდა და სწორედ მეტროში ნახა სააგენტოს თანამშრომელი ნანი მახათაძე და ხალხის თვალწინ მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ნანი მახათაძე:
- ნინო კობაიძე წლებია მათხოვრობს და ეს საქმე მას პროფესიად აქვს ქცეული. ბავშვის დაბადების შემდეგ უკვე პატარასთან ერთად მათხოვრობდა და ამ ფულით, ფაქტობრივად, ორ ოჯახს არჩენდა - თავისი ქმრის და მშობლების. ბავშვის სახლიდან გამოყვანამდე ორი დღით ადრე მან დიდუბის პოლიციაში განაცხადა, რომ მამამისმა შვილი გასტაცა, რომ ვერ პოულობდა ბავშვს და დახმარებას ითხოვდა - არ ვიცი, სად არის ბავშვიო და უჩიოდა საკუთარ მამას. დარეკა საპატრულო პოლიციამ და გვითხრეს, რომ ბავშვი ჩვენს ტერიტორიაზე იყო.
,,მუცელზე დაიდო დანა, მერე კისერზე და ბოლოს ფეხში მართლა ჩაირჭო... ბავშვი რომ არ წამოგვეყვანა, შეიძლება დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო" -  სოციალური მუშაკი

ფოტო: იმ ადგილს, სადაც კობაიძები ცხოვრობენ, არ შეიძლება საცხოვრებელი დაარქვა, ეზოში პატარა ფიცრული დგას[sup][/sup]

პირველ რიგში მისი მშობლების სახლში გადავწყვიტეთ წასვლა. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე უკიდურესად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ, ვიცოდით ამ დროს პოლიციას ბავშვის ბაბუა განყოფილებაში დასაკითხად რომ ჰყავდა მიყვანილი და ამიტომ ჯერ პოლიციაში მივედით, ეს ხდება პარასკევს საღამოს. ისანი სამგორის მეხუთე განყოფილების უფროსს ავუხსენით, რომ ბავშვი იყო გამოსაყვანი და დაცულები რომ ვყოფილიყავით თავდასხმისგან დახმარება ვთხოვეთ, მისგან უარი მივიღეთ, - ვერ დაგიცავთ, ვერ გამოგყვებით, თქვენ მიდით და თუ დახმარება დაგჭირდათ, პატრული გამოიძახეთო.

საღამო იყო, ბებიას ხელში ეჭირა ბავშვი, რომელიც გაუჩერებლად ტიროდა. ირგვლივ საშინელი ანტისანიტარია იყო. რომ ვუთხარით, რომ ბავშვი უნდა წაგვეყვანა, ატეხა კივილი და ბავშვიანად მეზობელთან გაიქცა. ის მეზობელი გამოგვენთო, ჭიშკრის აქით არ გადმოხვიდეთო.

პატრული გამოვიძახეთ, საგამოძიებო სამსახურიც და ამ დროს სახლში ბავშვის ბაბუა დაბრუნდა. ახლა ის გადმოვიდა შეტევაზე, ჯერ ჩვენ გვემუქრებოდა მოკვლით, მერე იძახდა, თავს მოვიკლავ ბავშვს თუ წაიყვანთო. ხელში დანა ეჭირა, ჯერ ჩემს კოლეგას - ქსენია ნაჭყებიას მოუქნია, არ იყო გამორიცხული, ასეთ გააფთრებულს მართლაც ჩაერტყა, ქსენიამ შეძლო გაქცევა, ამის შემდეგ ჯერ მუცელზე დაიდო დანა, მერე კისერზე და ბოლოს ფეხში მართლა ჩაირჭო... სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მსუბუქი ჭრილობა იყო და გადაყვანა არ დასჭირვებია. პატრულის თანამშრომელი და გამომძიებელი შეწუხდნენ ძალიან, ამან ახლა თავი რომ მოიკლას ჩვენ დაგვბრალდება, იტყვიან, ბავშვი წაართვეს და ამიტომ მოიკლა თავიო. შეშინდნენ, მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ, რომ იქ ბავშვის დატოვება არ შეიძლებოდა.

- ამ წიოკის ფონზე გამოიყვანეთ ბავშვი? დედა სახლში არ იყო?
- დედას მეუღლე ბოშა ყავს და გვითხრეს ლოტკინზე ცხოვრობსო. ღამის 4 საათამდე ეძებდა დედას პოლიცია და 4 საათზე მოიყვანეს.

- თქვენ მის მოსვლამდე იქ იყავით?
- დილის 7 საათამდე იქ ვიყავით. სახლთან ველოდებოდით, რომ ბავშვი მალულად არ გაეყვანათ. 12 საათი ვდარაჯობდით ბავშვი რომ არ გაეპარებინათ. პატრულს ამ ხნის განმავლობაში არ მივუტოვებივართ, სახლიდან გამოგვყარეს, საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ, მაგრამ მოთმინებით ვიტანდით ამას.
სასწრაფოს ექიმები რომ მოვიდნენ, ვთხოვეთ ბავშვიც გაესინჯათ, რადგან ძალიან ახველებდა. ბავშვს სიცხე ჰქონდა 38,5 გრადუსი - ბრონქების მწვავე ანთება დაუდგინდა. ამ ფონზე როგორ უნდა დაგვეტოვებინა იმ გაუსაძლის პირობებში, დილის 4 საათზე დედა რომ მოიყვანეს, მოკიდა ბავშვს ხელი და გამოგვიცხადა, რომ არ გამოგვატანდა, - ბებია ხვალ წაიყვანს ექიმთანო. თან ყვრიოდა, - ორი დღეა საჭმელი არ მიჭამიაო... ისტერიკები მოაწყო...

ვრცლად: kvirispalitra.geскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია