ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვარაცხელიას გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

სტატიის ავტორი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"12 მარტს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს სამძიმარი გამოუცხადოს გარდაცვლილის ოჯახს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მისი მანდატის შესაბამისად, ყურადღებით განაგრძობს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას.

მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი უკვე იყო გამოყენებული და გრძელდება მისი აქტიურად გამოყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით კომუნიკაციისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ცხელი ხაზის ან სხვა შესაბამისი მექანიზმის საშუალებით", - წერია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია დეფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх