საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე დღეს პროცესი გაიმართება

personuser access_time14-03-2019, 11:38


ორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე ჩატარდება.

გასული სხდომა ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

როგორც მოსამართლე ლევან დარბაიძემ პროცესზე განმარტა, იაგო ნებიერიძემ სასამართლოს განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროცესზე ვერ შეძლებდა გამოცხადებას.

ნებიერიძემ მოითხოვა, მისი დასწრების გარეშე სხდომა არ ჩატარებულიყო, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგებიან.

იაგო ნებიერიძემ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილვაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. ის ჩადენილ ბრალს არ აღიარებს.скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია