საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


კასპში მამაკაცი მეუღლეს სცემდა და ნაჯახით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

personuser access_time14-03-2019, 13:07


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კასპის მუნიციპალიტეტში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.ქ. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჩოჩეთში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1977 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ნაჯახით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია