საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


საქართველოში ლგბტქ ადამიანები ხდებიან სისტემური ძალადობის და შევიწროვების მსხვერპლები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

personuser access_time14-03-2019, 18:34


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს 47 გვერდი ეთმობა.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა საქართველოში ლგბტქ ადამიანების უფლებებს. სახელმწიფო დეპარტამენტისთვის აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ადამიანები სისტემური ძალადობის, შევიწროების და შეუწყანარებლობის მსხვერპლი ხდებიან.

"ლგბტქ ადამიანები ხდებიან სისტემური ძალადობის, შევიწროვების და შეუწყნარებლობის მსხვერპლები. წლის განმავლობაში ლგბტქ ადამიანებზე თავდასხმის ცნობები ვრცელდებოდა, ამ შემთხვევების უმრავლესობის გამოძიება ხელისუფლებამ დაიწყო, თუმცა სასამართლომ დამამცირებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართალდამცავ ორგანოებს სიძულვილის დანაშაულის გამოძიების გამოცდილება არ აქვთ, ამიტომ ხელისუფლებამ ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სათანადოდ არ გამოიძია. სამართალდამცველები თავის მოვალეობას არ ასრულებდნენ" - აღნიშნულია ანგარიშში.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია