საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


დავით ზალკალიანი - ფუჭია ნებისმიერი მცდელობა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე - საზოგადოებას მივმართავ, ნუ დახარჯავენ სახსრებს, ტყუილად ნუ შეიძენენ ბილეთებს

personuser access_time14-03-2019, 18:38


საზოგადოებას უნდა მივმართო, რომ ფუჭია ნებისმიერი მათი მცდელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით - მათი მოთხოვნები ნულამდეა დაყვანილი, ნუ დახარჯავენ სახსრებს, ტყუილად ნუ შეიძენენ ბილეთებს, რადგან ეს მათ დააზიანებს, - აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსს მიიღებენ.

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ ვრეაგირებთ თავშეფარის მაძიებელთა რაოდენობის ოდნავ მომატებაზეც კი. გარკვეულ ქვეყნებში არის თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის დინამიკა. ამაზე ჩვენი პარტნიორები გვესაუბრებიან. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, გვქონდეს სწორი სტრატეგია, მათ შორის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც სამთავრობო კომისიის სხდომაზე წარვადგინეთ. მასში გაწერილია მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივები, რისი გაკეთებაც აუცილებელია“, - განაცხადა პარლამენტში დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში - საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარადგინა. მან ასევე დეპუტატებს ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში გააცნო.скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია