საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


როგორ უვარდებათ ხელში თქვენი ნომრები კომპანიებს, რომლებიც რეკლამებს გიგზავნიან და რა უნდა ქნათ, როცა SMS OFF-ფუნქცია არ მუშაობს

personuser access_time15-03-2019, 11:46



ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტი­თა და სმს-შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით რეკ­ლა­მის მი­ღე­ბა უკვე თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა. ბან­კე­ბი, ტექ­ნი­კი­სა თუ ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კე­ბი, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი... - პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის ამ ფორ­მას ძა­ლი­ან ბევ­რი მსხვი­ლი თუ შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის კომ­პა­ნია მი­მარ­თავს. რო­გორც პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატ­ში Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს, პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გი, ანუ სმს-რეკ­ლა­მე­ბის გაგ­ზავ­ნა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ იკ­რძა­ლე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზეც, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის სა­კი­თხე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტის მთა­ვა­რი იუ­რის­ტის თა­თია კა­ჭა­რა­ვას გან­მარ­ტე­ბით, კომ­პა­ნი­ებს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პი­რად სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მის რამ­დე­ნი­მე გზა აქვთ:


. პირ­ვე­ლი, როცა მო­ქა­ლა­ქე თა­ვად აცხა­დებს თან­ხმო­ბას ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ზე

. მე­ო­რე, მო­ნა­ცე­მე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ჯა­რო წყა­რო­ე­ბი­დან (მა­გა­ლი­თად, თუ მო­ქა­ლა­ქემ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სა­იტ­ზე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა ღიად მი­უ­თი­თა "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე და სხვა)

. ასე­ვე თუ სხვა კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნით, კომ­პა­ნი­ას უკვე აქვს შეგ­რო­ვე­ბუ­ლი სა­კონ­ტაქ­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი (სა­ხე­ლი, მი­სა­მარ­თი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თი, ფაქ­სის ნო­მე­რი) მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მარ­კე­ტინ­გის მიზ­ნი­თაც.



„ხში­რად სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის, მათ შო­რის, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე კომ­პა­ნი­ებს თა­ვად ვთან­ხმდე­ბით - მა­გა­ლი­თად, დაგ­რო­ვე­ბი­თი ბა­რა­თის შევ­სე­ბი­სას მა­ღა­ზი­ას ვაძ­ლევთ უფ­ლე­ბას გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნოს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, მო­ბი­ლურ ოპე­რა­ტორს ვრთავთ ნე­ბას გა­მო­ი­ყე­ნოს ჩვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­კე­ტინ­გუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის და სხვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­თან­ხმდე­ბა თუ არა მო­ქა­ლა­ქე მისი მო­ნა­ცე­მე­ბის მარ­კე­ტინ­გის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბას ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, მას უფ­ლე­ბა აქვს ნე­ბის­მი­ერ დროს უარი თქვას ამა­ვე მიზ­ნით სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­დგომ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ამას­თან, კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია შექ­მნას ამ უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ადეკ­ვა­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი", - აღ­ნიშ­ნავს კა­ჭა­რა­ვა.


მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ახ­ლდეს უა­რის თქმის მე­ქა­ნიზ­მი და მკა­ფიო მი­თი­თე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ შე­უძ­ლია მო­ქა­ლა­ქეს სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტა - ე.წ. SMS OFF; ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბა უნდა იძ­ლე­ო­დეს მას­ზე უა­რის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას. ე.წ Unsubscribe ღი­ლა­კის, ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

„მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლე­ბა მო­ნა­ცემ­თა დამ­მუ­შა­ვე­ბელს ნე­ბის­მი­ერ დროს და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით მოს­თხო­ვოს, შე­წყვი­ტოს მისი მო­ნა­ცე­მე­ბის პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა. კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია ეს მო­თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლოს მო­თხოვ­ნი­დან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში. თუ კომ­პა­ნია უა­რის მი­ღე­ბი­დან 10 სა­მუ­შაო დღის შემ­დგომ აგ­რძე­ლებს სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გა­მოგ­ზავ­ნას, შე­გიძ­ლი­ათ, მი­მარ­თოთ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორს", - აღ­ნიშ­ნავს აპა­რა­ტის მთა­ვა­რი იუ­რის­ტი.


სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის გზით სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის რეკ­ლა­მი­რე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მცი­რე და­ნა­ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან ამ კუ­თხით კა­ნო­ნიც ლი­ბე­რა­ლუ­რია, რეკ­ლა­მი­რე­ბის მსგავ­სი ფორ­მა ბოლო დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. სმს-ით მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ბევრ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებს.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად sms no ფუნ­ქცია უბ­რა­ლოდ, არ მუ­შა­ობს და სა­რეკ­ლა­მო მე­სი­ჯე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა და­უს­რუ­ლებ­ლად გრძელ­დე­ბა.

„ავერ­სის კლი­ნი­კის" იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ფორ­მით რეკ­ლა­მი­რე­ბას მათი კომ­პა­ნი­აც მი­მარ­თავს, თუმ­ცა თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­რეკ­ლა­მო ტი­პის შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე უარს აცხა­დებს, ესე­მე­სე­ბის გაგ­ზავ­ნა წყდე­ბა.


„პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა გვაქვს, როცა პა­ცი­ენ­ტი მო­დის ჩვენს კლი­ნი­კა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, იგი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ტო­ვებს თა­ვის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რათა მოხ­დეს შემ­დგომ­ში მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა და სხვა სა­ხის სერ­ვი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამ მო­ნა­ცე­მებს შემ­დგომ­ში თუნ­დაც პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის­თვის ვი­ყე­ნებთ, ვაგ­ზავ­ნით სმს-ებს, მომ­ხმა­რებ­ლებს ვა­ტყო­ბი­ნებთ აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. თუ მო­დის უარ­ყო­ფა და აღარ უნ­დათ ამა თუ იმ სერ­ვის­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა წყდე­ბა", - აცხა­დებს თაკო გაგ­ნი­ძე.


პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნი ფი­ნან­სურ სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ზე ჯა­რი­მა 3000 ლა­რია, 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი - 10 000 ლარი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის 23 ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ჯა­რიმ­და. მიმ­დი­ნა­რე წელს კი სან­ქცია 14 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­ე­კის­რა.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია