ვითარება ხურვალეთში - სუს-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სტატიის ავტორი

ხურვალეთში რუსი ოკუპანტების მობილიზებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით ეხმაურება.

სუს-ი სოფელ ხურვალეთში ოკუპანტების მობილიზებას არ ადასტურებს. უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას მოუწოდებს პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ:

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - აცხადებენ სუს-ში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх