საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


რა პროექტები განხორციელდება მცხეთის მინიციპალიტეტში 2019 წელს

personuser access_time15-03-2019, 20:30



2019 წლისთვის, მცხეთის მუნიციპალიტეტში, განსახორციელებელი პროექტების სია ცნობილია. მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის წარდგენილი პროექტებიდან 5 905 778 ლარის ღირებულების 20 პროექტი უკვე დაფინანსდა.

➡️სამუშაოებზე ტენდერი იანვარ-თებერვალში გამოცხადდა. რამდენიმე პროექტზე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებენ. წლის ბოლომდე, ასევე მოხდება რამდენიმე პროექტის დასაფინანსებლად წარდგენაც.
➡️ამჟამად დაფინანსებული პროექტებია:

სოფ. ნავდარაანთკარში ახალი დასახლებისთვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა და დაქსელვა;
სოფ. ნატახტარში კულტურის სახლის რეაბილიტაცია;

სოფ. არაშენდაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
სოფ. მუხრანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ქ. მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
სოფ. პატარა ქანდაში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

სოფ. ძეგვში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
ქ. მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

სოფ. ძეგვში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და დაქსელვა სოფლის ცენტრის მიმდებარედ;
ქ. მცხეთაში სკვერების რეაბილიტაცია;

სოფ. ძალისში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;
სოფ. ვაზიანში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;

სოფ.ჩარდახში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;
სოფ. გოროვანში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;

სოფ. წიწამურში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;
სოფ. ნავაზში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

სოფ. გალავანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
სოფ. ვარდისუბანში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

სოფ. ქსოვრისში სკვერის მოწყობა;
ქ. მცხეთაში ღართიკარის დასახლებაში მინი სტადიონის მოწყობა.

➡️ამ პროექტებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში 9 700 მ. გზის მოწესრიგებაა გათვალისწინებული .
მარტის მეორე ნახევრიდან, ჩამონათვალს ,,სოფლის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე არჩეული პრიორიტეტული პროექტებიც დაემატება.скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია