გორის მუნიციპალიტეტს ისტორიული დოკუმენტი აქვს - გენდერული თანასწორობის გეგმა ქალების გასაძლიერებლად შეიქმნა

სტატიის ავტორი

ისტორიაში პირველად, გორის საკრეულოს შემადგენლობამ, გენდერული თანასწორობის 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა! დოკუმენტში გაწერილია მიმდინარე წელს განსახოციელებელი კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა შესრულებაზეც პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი აიღებს. გეგმის ძირითადი მიზნებია - გენდერული მონაცემების მართვა, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯტის დაგეგმვა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა. საერთო ჯამში კი, ქალთა უფებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესსი მათი როლის გაძლიერება უნდა მოხდეს.
ადილობრივი წარმომადგნლობითი ორგანოს ბაზაზე, 2018 წის დასაწყისში გენდერული თანასწორობის საბჭოც შეიქმნა, რომელიც ფაქტობრივად თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა.


“შევიმუშავეთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით, თავისი ფორმით და გასაკეთებელი საქმეებით“ - ამბობს ლია ჩლაჩიძე, რომელის გორის საკრებულოს გარდა, გენდერული საბჭოს წევრიცაა.

გეგმა შედგენილი და უკვე დამტკიცებულია. ახლა მისი პრაქტიკაში გამოცდა დარჩა. რამდენად ეფექტურად იმუშავებს მიმდინარე წელს, გენერული თანასწორობის საბჭო და მოხდება თუ არა, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების საჭიროებების სწორად გამოკვლევა, სამომავლოდ გაირკევა. ამ ეტაპზე ყველამ მხოლოდ ის ვიცით, რომ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში მხარდაჭერას, უამრავი ქალი საჭირობს. დოკუმენტი კი, რომელზეც საკრებულოს დეპუტატები დიდ იმედებს ამყარებენ დღევანდელი მდგომარეობით - უბრალო ფურცლებია.

“ვფიქრობ, რომ უნიკალურია ჩვენი გეგმა, მე ძალიან მომწონს. ახალ მთავარია, რომ ჩვენ სერიოზული შრომა გავწიოთ, რომ გამოსახულება ჰპოვოს დოკუმენტმა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ვისაც ეს შეეხება“-აცხადებს დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი ლია ჩლაჩიძე.

“მრავალი მიმართულებით იქნება დახმარება ქალბატონებისთვის. იქნება სხვადასხვა პროგრამა, რომელიც იმ ქალებისთვის განხორციელდება ვინც საჭიროებს თანადგომას. ე.წ. საოკუპაციო ხაზისპირა სოფლებზე გაკეთდება ძირითადი აქცენტები და იმ ვალდებულებებს, რომლებიც ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აიღო შესრულდება“ - აცხადებს გენდერული საბჭოს კიდევ ერთი წევრი ზურა ყაჯრიშვილი.

გენდერულ საკითხებში აქამდე, რომ მუნიციპალიტეტების როლი სუსტი იყო, ეს საკრებულოს შემადგენლობის კვოტირების ფორმითაც ჩანს. თუმცა, ეს არ არის ეთადერთი ძირითადი მიმართულება, რომლის გამოსწორებაზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს. ამ საკითხების გადასაჭრელად შედგენილი გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა მუნიციპალიტეტისთვის სიახლეა, შესაბამისად მისი ავტორები ვარაუდობენ, რომ ის ცოცხალ დოკუმენტად იქცევა. მასში გაწერილი მიზნების განახლება და სრულყოფა კი, პერიოდულად მოხდება.

“აი ამ გეგმის მიხედვით უკვე შეუძლიათ გენდერული საკითხების გადასაჭრელად მუნიციპალიტეტში მოგვმართონ. ძალადობის მსხვერპლი ქალების, დევნილი ქალებისა და მსგავს ჭრილში განსახილველი პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება შეძლებისდაგვარად შესაძლებელი იქნება, ჩვენი მხრიდან“- განაცხადა დეპუტატმა თამარ მურალოვამ.

“ვფიქრობ, რომ ზუსტად ჩვენი და მერიის თანამშრომლობით, ასევე დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, ბევრი საკითხის გადარაა შესაძლებელი. ვფიქრობ გრანტებშიც მივირებთ მონაწილეობას და შევიმუშავებთ ოპტიმალურ ვარიანტებს, რომ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ წარიმართოს“-განმარტავს დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი.


გენდერული თანასწორობის გეგმა სამ მთავარ მიზანს ემსახურება, სამივე პრინციპი ქალთა საკითხებზეა აგებული. დოკუმენტის შემუშავებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და კონსულტაციებით, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ იმუშავა. გეგმის შედგენა, პროექტის ,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, ევროკავშირის დახმარებით მოხდა.

“ გეგმის მიხედვით სხვადასხვა აქტივობებია განსაზღვრული, რომლებიც სამ მთავარ მიზანს ემსახურება - მოხდეს, ინსტიტუციონალური შესაძლებლობების და ეფექტური ფუნქციონირების გაძლიერება მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით; ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, ასევე ქალთა გაძლიერება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“-განაცხადა გორის საკრებულოს მრჩეველმა გენდერულ საკითხებში, ნათია ომაძემ.

დარგის სპეციალისტები მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით, ქალთა უფლებების ყველა დონზე მხარდაჭერას მნიშვნელოვნად მიინევენ. ასევე მათი როლის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რადგან მიიჩნევენ, რომ თუ ქალთა რაოდენობრივი მონაწილეობა შესამჩნევია, თვსობრივი მხარე არის საგრძნობლად დაბალი.

“აღნიშნულ გეგმას ნამდვილად არ გავცნობივარ დეტალურად, თუმცა ,იმედს გამოვთქვამ, რომ აუცილებლად უპასუხებს ისეთ მტკივნეულ საკითხებს, როგორიცაა ქალთა მონაწილეობის გაზრდა სამოქალაქო აქტივობებში. ასევე მხარს დაუჭერს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერებას და ჩვენ რეგიონში ხელს შეუწყობს რეალურად გენდერული თანასწორობის მიღწევას ყველა დონეზე“- ამბობს სპეციალისტი გენდერულ საკითხებში ნინო მეგრელიშვილი.


სამოქმედო გეგმაში გაწერილია გაეროს რეზოლუცია 1325-ის იმ საკითხებსაც,რომლებიც გადაწყვეტილებებში ქალთა მონაწილეობას, კონფლიქტის პრევენციას და მასში ქალთასაჭიროებების გათვალისწინებას, ომის შედეგად დაზარალებული ქალების და ბავშვების დაცვას,დახმარებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ საკითხების წინ წამოწევას ხელი ქალთა ასოციაცია ,,თანხმობამ“ შეუწყო. პროექტის ,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში 2020-2022 წლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის დამუშავებაც ხდება, რომელსაც გორის საკრებულო მომდვნო პერიოდში დაამტკიებს.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх