საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ეროვნული გამოცდები - ცვლილებები და აბიტურიენტთა მოლოდინი

personuser access_time15-03-2019, 21:34


შეფსებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაიწყო. პირველად ინფორმაცია გორელ აბიტურიენტებს მიწოდეს. მესამე საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და მეთორმეტე კლასელებს რეგისტრაციის სესახებ ინფორმაცა მიაწოდეს. როდემდე ავთ მსურველებს რეგისტრაციის გავლის ვადა, რა ცვილებები იგეგმბა ამ მხრივ დ როგორია აბიტურიენტთა მოლოდინები.

“ რეგისტრაცია ჯერ არ გამივლია. დრო მაქვს და არ ვჩქარობ, მინდა სასურველი ფაკულტეტები კიდევ კარგად შევარჩიო“- ასეთია გორელი აბიტურიენტის შოთა კოკაურის აზრი.

შოთა ერთ-ერთია იმ ასეულობით აბიტურიენტს შორის, ვინც გამოცდების ეროვნული ცენტრისგან დეტალებზე განმარტებებს ელოდა. მოსწავლემ დღეს მომწურვი ინფრმცია მიიღო. მისთვის წელს უნარების გამოცდის სტრუქტურა არ შეცვლილა და ჩაბარება ჩვეულებრივად მოუწევს. მეთორმეტე კლასის მოსწავლე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საატესტატო გამოცდების გაუქმებას, რადგან ფიქრობს, რომ ზედმეტი მეცადინეობა აღარ მოუწევს და ამ მხრივ გამოთავისუფლბულ დროს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სამზადისს დაუთმობს. მის მსგავს პოზიციაზე არიან სხვა აბიტურიენტებიც.

“მოლოდინები ძალიან კარგი მაქვს, თუმცა, ვნახოთ. ვფიქრობ, რომ ჩავაბარებ საქართველოს უნივერსიტეტში სოციალური პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. ვთვლი, რომ კარგი ფაკულტეტია. ზოგადად ჰუმანიტარი ვარ, ეს საგნები უფრო მომწონს. დავდიოდი ღია კარის დღეებზე, ფორმალურ განათლებაში ვიყავი ჩართული და მივხვდი, რომ ეს პროფესია ჩემთვისაა, რადგან სიამოვნებას მანიჭებს“- ამბობს, შოთა კოკაური.

“ბარიერებს გადავლახავ, ჩაჭრაზე არც ვფიქრობ, მაგრამ რამდენად მოვხვდები სასურველ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე არ ვიცი, რადგან ძალიან გართულდა ბევრი რამ. ბარიერები აწეულია. კონკურენციაც მაღალია. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება, სამედიცინო ფაკულტეტზე. ნუ სურვილი ძალიან დიდი მაქვს რომ მანდ მოვხვდე. თუმცა არის სხვა უნივერსიტეტებიც“-ამბობს კიდევ ერთი აბიტურიენტი.

აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, გორის მესამე საჯარო სკოლაში, ადილობრივ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წევრებთან ერთად მეთორმეტე კლასელებს შეხვდნენ და ეროვნული გამოდების სიახლეებთან ერთად, რეგისტრაციის ინსტრუქციების დეტალები გააცნეს.

“აბიტურიენტებს ბევრი კითხვა ჰქონდათ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.თუმცა, ის ცვლილებები, რომლებიც დაანონსდა განათლების სამინისტროს მხრიდან მომავალ სასწავლო წელს ეხება და მომავალ გამოცდებს. წელს კი, ჩვეულებრივად მოუწევთ ეროვნული გამოცდების ჩაბარება 4 სავალდებულო საგანში“- განმარტა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.


რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად მოხდება. აბიტურიენებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე 3 აპრილამდე მუწევთ. საგნის შესაცვლელად, წასაშლელად ან დასამატებლად კი, დრო 7 მაისამდე ექნებათ.პროგრამების შეცვლა და დამატება კი, აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს შეეძლებათ. ეს ინფორმაცია გორელ აბიტურიენტებს პირადად გააცნეს ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა. მათ საინფორმაციო ცნობარებიც დაარიგეს, სადაც საჭირო ინფორმაცია დეტალურადაა ჩადებული.

“წელს რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია, ერთი ცვლილება შეეხო გრანტის განაწილების წესს. ეს პოზიტიური ცვლილებაა და ვფიქრობ უნდა მოეწონოთ აბიტურიენტებს. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ აბიტურიენტმა აირჩია ორი საგანი და ერთ-ერთში ვერ გადალახა ბარიერი, ის არ კარგავს გრანტის მიღების შანსს. რამდენიმე ტესტის ფორმატშიც შევიდა ცვლილება და უკვე ავუხსენით აბიტურიენტებს“- განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.

საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, გორის შემდეგ საქართვეოს სხვა ქლაქებშიცაა დაგეგმლი. ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს ურჩევს, რეგისტრაცის გავლამდე, ცნობარს საფუძვიანად გაეცნონ რომელიც ბეჭდური ვერსიის გარდა, შეფაებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეცაა განთავსებული.

ავტორი: თათია გოგოლაძე
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია