საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასვლითი შეხვედრები დაიწყო - ისინი გორელ მხარდამჭერებს უკვე შეხვდნენ

personuser access_time20-03-2019, 13:48


გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობას შეხვდნენ . გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და თინა ბოკუჩავა, ადგილობრივ მხარდამჭერებს საარჩევნო სისტემის ცვლილების უპირატესობაზე ესაუბრნენ. ისინი ითხიოვენ, რომ მომავალ წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს და ამისთვის ხელმოწერების შეგროვებაც დაწყებული აქვთ.

“გასული საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი მიღწევა“ ნაციონალური მოძრაობის“ ის იყო რომ გაგვიჩნდა უამრავი მოკავშირე პარტი. ,ამიტომ გადავწყითეთ, საარჩევნო სისტემა მთლიანად პროპორციულ სტილზე გადავიყანოთ“ - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.


2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ეწინააღმდეგებიან “ქართულ ოცნებაში“. მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სადაც პოლიტიკური პარტიები გასაძლიერებელია ცვლილებები საარჩევნო სისტემაში ჯერ არ უნდა შევიდეს. მიხეილ გოგინაშვილი იმსაცაც აცხადებს, რომ ქართული ოცნების ინიციატივას ახალა ნაციონალური მოძრაობა იბრალებს და მოსახლეობაში ქულების დაწერას ამ ფორმით ცდილობს.


“უნდა გითხრათ რომ ნაციონალური მოძრაობა ეწევა დესტრუქციულ მოქმედებებს ყველა ასპექტში და ყველა მიმართულებით ,რადგან მოსახლეობას დაანახოს თუ რამხელა საქმეს ჩადის. მმართველმა პარტიამ კონსტიტუციის პირველ ვარიანტში შეიტანა გადასვლა. 2020 წლისთვის უნდა ამოქმედებულიყო ეს პროპორციული არჩევნები მაგრამ ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა ამ მუხლს,ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი და გასაძლიერებელია საქართველოში პარტიები ,ამიტომ 2024 წელს გადავა პროპორციულ სისტემაზე“-ამბობს მიხეილ გოგინაშვილი.


საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მიესალმებიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ორგანიზაციაში, რომელიც არჩევნების მონიტორიგს ახორციელებს ამბობენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ამომრჩეველს საშუალება ექნება სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.


“ პროპორციულ სისტემაზე გადასლას მხარს ვუჭერთ ,რადგან საქართველოში ხელი შეეწყობა დემოკრატიის განვითარებას,ამიტომ არ ხდება ,ისეთი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს სწორი არჩევანი გააკეთოს კანდიდათებთან მიმართებაში“ - გვითხრა ქეთი ბებიაშვილმა.


კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლისთვის შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს ერთჯერადად საშუალება ექნებათ, საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანდნენ. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა.

ავტორი: ანა კოსტანაშვილიскачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია