სუს: ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 11 მოქალაქე დააკავეს, მათგან 2 ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება

სტატიის ავტორი

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა იმართება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთიძის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგში სულ 11 საკითხია.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელ კითხვებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ერგენთში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ რუსი და ოსი ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან უკანონო დაკავების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს ორი მოქალაქე კი ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх