საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორის მერიამ სამუშაოდ კიდევ ერთი ნაკადის რეგისტრატორი აიყვანა

personuser access_time22-03-2019, 16:31


გორის მერიას ერთი ახალი თანამშრომელი შეემატა. ამ პოსტზე გულიკო მელიქიძე აიყვანეს, რომელიც უწყების ფოიეში მოქალაქეებს მოემსახურება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა და ნაკადის რეგისტრატორის პოზიციაზე, ლაურა ნასყიდაშვიოლთან ერთად იმუშავებს.
მისი უშუალო მოვალეობა, შენობაში ვიზიტორთა რეგისტრაცია, საშვების გაცემა, მათი გადამისამართება და მერთან მოქალაქეთა მიღების დღეს მომსახურების გაწევა იქნება.

“მუშაობას დღეიდან შევუდექი. პირველმა დღემ ნორმალურად ჩაიარა. მე ხომ მაქვს ოპერატორად მუშაობის მრავალწლიანიო გამოცდილება, ხოდა, ვფიქრობ დაკისრებულ მოვალეობას თავს ადვილად გავართმევ“-ამბობს გულიკო მელიქიძე.

გორის მერი აცხადებს, რომ ნაკადის რეგისტრატორის პოსტზე გულიკო მელიქიძის აყვანა საჭიროების მიხედვით და მისი გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყდა.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია