საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ქართული ჟურნალისტიკის დღე და ტელეკომპანია “დია“ ჩვეულ რეჟიმში

personuser access_time21-03-2019, 18:50


21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა! ძნელია იმის თქმა, რომ ჟურნალისტობა ადვილი პროფესიაა და ყველა ადამიანს შესწევს ძალა, ემსახუროს ამ საქმეს. ჟურნალისტიკა ერთ-ერთი პოპულარული სპეციალობაა და ამ კარიერაზე მსოფლიოში უამრავი ახალგაზრდა ოცნებობს. ეს პროფესია საზოგადოებრივი ცხოვრების ათასფეროვანი მოვლენებისა და ფაქტების ამსახველი თანამედროვეობის მატიანეა. პროფესიული დღე განსაკუთრებული არ ყოფილა “დიას“ თანამშრომლებისთვის, ჩვენმა გუნდმა თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოსამზადებლად დღესაც ჩვეული რეჟიმით იმუშავა.



დიას ახალი ამბების სამსახურისთვის სამუშაო დღე 10 საათზე იწყება, ეს სტანდარტულად, თორე, საჭიროების შემთხვევაში ამბის გასაშუქებლად, გადამღები ჯგუფი ბევრად ადრეც გასულა. დილის თათბირზე მთლიანი სამუშაო დღე იგეგმება. განიხილება აქტუალური საკითხები, რომლებზეც შემდეგ რეპორტაჟის გადაღება ხდება. ყველა საკუთარ ხედვას აფიქსირებს და საბოლოო ჯამში, სასიუჟეტო თემის სტრუქტურა ყალიბდება.



“უკვე მეთერთმეტე 21 მარტს ვხვდები სამუშაო გარემოში. დარწმუნებული ვარ ყველა ჟურნალისტისთვის დღევანდელი დღე ისევე დატვირთულია, როგორც სხვა დღეები. დღეს ბევრი მილოცვა მივიღე და ეს სასიამოვნოა რა თქმა უნდა. მეც მინდა მივულოცო ყველა ჟურნალისტს და ბევრი საინტერესო რეპორტაჟის მომზადება ვუსურვო“- ამბობს გიორგი ახალკაცი - ტელეკომპანია “დიას ახალი ამბების პროდიუსერი.



ჟურნალისტობა მრავალმხრივ ცოდნასთან, გამოცდილებასა და უსაზღვრო მოთმინებასთან ერთად ,უზარმაზარ ყოველდღიურ შრომას მოითხოვს.



მედეას და მამუკას დღეს წყვილად მოუწიათ მუშაობა. რამდენიმე დევნილთა ჩასახლების მონახულების შემდეგ , სიუჟეტს სოფელ თედოწმინდაში ამზადებენ. მოსახლეობას არაერთი პრობლემა აწუხებს და შესაბამისად რეპორტაჟიც საინტერესო გამოვა. ცივი ამინდის მიუხედავად, ამბის აქტუალობის გამოსაკვეთად მონდომებით შრომობენ. ცდილობენ მათი გადაღებული კადრებით მაყურებელს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

“დღევანდელი დღე არაფრით გამოირჩევა სხვა დღეებისგან, ხომ ხედავთ რამდენ ლოკაციაზე მოგვიწია მისვლა და ადამიანების გამოკითხვა. ჩვენ მუდმივად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ვაშუქებთ, ახლაც გზის პრობლემაზე ვმუსაობთ. მინდა ყველა კოლეგას მივულოცო ეს დღე და წარმატება ვუსურვო“-გვითხრა მედეა ილურიძემ, ის ტელეკომპანია “დიას“ ჟურნალისტია.

“ყველა კადრის გადაღებას ფრთხილად ვცდილობ, მინდა ისინი შინაარსიანი და ბევრის მთქმელი იყოს. ოპერატორები ჟურნალისტებზე ნაკლებ გავლენას არ ვახდენთ საზოგადოებაზე. ხშირად, ერთმა კადრმა იმაზე მეტი შეიძლება თქვას, ვიდრე ტექსტმა ან, რესპოდენტმა“- ამბობს მამუკა მერებაშვილი.

ფუსფუსია სამონტაჟო კომპიუტერებთანაც. ტელეკომპანია დიას ნიუსრუმში, მოუცლელად არავინაა, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს. მათ მიერ გადაღებული მოვლენები, საღამოს 19 საათზე დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში იყრის თავს.

“მე Dianews.ge-ს წარმოვადგენ ამ შემთხვევაში, თუმცა თავისუფალ დროს, ჩვენს დამწყებ ჟურნაისტებს მასალების მონტაჟში სიამოვნებით ვეხმარები. დღესაც ასეა. თუმცა, რომ იციშენი პროფესიული დღეა მაინც გსიამოვნებს. მილოცვებს ვიღებთ და ეს ყურადღება სასიხარულოა“- ამბობს შოთიკო სადაღაშვილი, ჟურნალისტი.



წამყვანების ვიზუალზე სილამაზის ცენტრი გოლდი ზრუნავს. პირდაპირი ეთერის დაწყებამდე ისინი სალონს სტუმრობენ და ცდილობენ, მაყურებლის წინაშე უნაკლოდ წარსდგნენ. პროფესიული დღეც ასევე დაიწყო, ორივე წამყვანი ეთერში შესვლამდე სტილისტებმა გაალამაზეს.

“ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა, “დიას“ თანამშრომლების გასალამაზებლად! მინდა მოგილოცოთ პროფესიული დღე და კარიერული წინსვლა გისურვოთ“- გვითხრა, “გოლდის“ მენეჯერმა ლედი თოთლაძემ.



გიორგი ახალკაცი და ირმა ბუზიაშვილი, ყოველ სამუშაო დღეს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიერ გაშუქებულ მოვლენებს მაყურებელს, სწორედ ამ სტუდიიდან უყვებიან.

“დღის განმავლობაში ჟურნალისტები მუშაობენ, საღამოს კი წამყვანების აქტიურობა იწყება. სადიქტოროები, მასალების გადახარისხება და შემდეგ, მაყურებლისთვის მოყოლა, ესაა ჩვენი ყოველდღიურობა. ყოველ საღამოს ჩვენ, ერთგული მაყურებლების ცხოვრების ნაწილი ვხდებით. ცდილობთ მათ ინფორმაცია შეულამაზებლად, რეალური ფაქტების მიხედვით მოვუყვეთ“- ამბობს ირმა ბუზიაშვილი.

ჟურნალისტიკის დღე რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს. ყოველწლიური ტრადიცია არც წელს დაირღვა და ადგილობრივი თვითმმართველობის პულსაციის მაკონტროლებლებისთვის, ტორტი გაჭრეს.



“დღევანდე დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, განსაკუთრებით მათ, ვინც ჩვენს რეგიონში მოღვაწეობს. ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას ცხოვრებაში და ობიექტურად გაშუქებას იმ ამბების, რომლებიც ჩვენს რეგიონში ხდება“- განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

“მედია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რეგიონში და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მედიასაშუალებები გვაქვს შიდა ქართლში. ეს საამაყოა ნამდვილად. ამიტომ რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებსა და ზოგადად საქართველოს მედიასექტორში მომუშავე ადამიანებს ვულოცავ დღევანდელ დღეს“- აღნიშნა რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.



ქართული ჟურნალისტიკის დღე, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. თარიღი პირველი ქართულენოვანი გაზეთის დაარსებას უკავშირდება. "ქართული გაზეთი"-ს პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია