„ანაკლიის კონსორციუმს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, რათა მათ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება შეძლონ“ – მამუკა ბახტაძე

სტატიის ავტორი

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური დირექტორი იენს სტოლტენბერგი სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტოლტენბერგმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების აუცილებლობასა და აღნიშნულთან მიმართებით ნატო–ს დაინტერესებაზე ისაუბრა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთანდ აკავშრებით დასმულ კითხვაზე პასუხისას კი სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რეგიონში მსგავსი კონსტრუქციების არსებობა დიდი მნიშვნელობის მქონეა.

პრემიერის განცხადებით კი, ანაკლიის პორტის მნიშვნელობა გააზრებული აქვს საქართველოს ხელისუფლებას და პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

„შავი ზღვა არის დღეს ნატოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამას მივესალმებით. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს აქვს სრულიად უნიკალური როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში. შესაბამისად გვაქვს დაგეგმილი ნატოსთან ერთად ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხობა იყოს მდგრადი და ვფიქრობ, ეს უფრო თვალსაჩინო გახდება მომდევნო წლების განმავლობაში.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გადავაქციოთ რეგიონულ ჰაბად მათ სორის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს და რა თქმა უნდა, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება. ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ, რომ როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. საქართველო არის ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე და გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციას, მივიღეთ რეკომენდაციები და ეს არის ნორმალური პროცესი. იცით, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი პარლამენტი მუშაობს კანონების დახვეწაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმ კანონპროექტების, რომელზეც რეკომენდაცია იქნა გაცემული ეუთოს და ოდირის მიერ“-განაცხადა პრემიერმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх