საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,ავარიის დროს დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვი მანქანამ 30 მეტრის მოშორებით გადააგდო" - მანქანა 11 წლის გოგონას შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

personuser access_time28-03-2019, 22:32


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში თავდაცვის სამინისტროს მანქანა 11 წლის გოგონას შეეჯახა. ბავშვი გერმანიის მოქალაქე იყო და ბებიასთან საახალწლოდ 23 დეკემბერს ჩამოვიდა, მეორე დღეს კი მისი სიცოცხლე ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.

ავარიის დროს დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვი მანქანამ 30 მეტრის მოშორებით გადააგდო. 11 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოკატასტროფის დროს ავტომობილს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი - არჩილ ჩიხლაძე, მართავდა. მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგაც მას საუბარი არ სურს. ჩიხრაძე მუშაობას თავდაცვის სამინისტროში განაგრძობს.

ლევან იზორიას უწყებამ "კურიერს" წერილობით უთხრა, რომ ჯერ პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა, ამიტომ რეაგირებას გამოძიების დასრულებამდე ვერ მოახდენენ.

ავტოკატასტროფის თვითმხილველი გარდაცვლილი გოგონას დედა იყო. 11 წლის მარიამის გარდაცვალების შემდეგ მისი დედა - ლელა ჩიხლაძე, გერმანიაში დაბრუნდა.

ავტოავარიას, რომელსაც 11 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, უკვე სამი თვეა, გამოუძიებელია. პოლიციამ იცის, ვინ და რომელი ავტომობილით დაეჯახა ბავშვს, არსებობენ თვითმხილველები, სამედიცინო დასკვნა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მძღოლის ბრალეულობა ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ქუტირში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. ადგილობრივები მიზეზად გაუმართავ საგზაო ინფრასტრუქტურას ასახელებენ.

წყარო: rustavi2скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია