ირაკლი კობახიძე სერბეთის პატრიარქს შეხვდა

სტატიის ავტორი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სერბეთის პატრიარქს, ირინეოსს შეხვდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი სერბეთიდან იუწყება, საუბარი საქართველოსა და სერბეთს შორის და ორი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო.

სერბეთის პატრიარქმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა და თქვა, რომ სერბეთი და საქართველო მოძმე ქვეყნები არიან.

ირაკლი კობახიძემ სერბეთის პატრიარქს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საჩუქარი, ხარების ხატი გადასცა.

ირაკლი კობახიძე დღესვე სერბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება და საქართველო-სერბეთის ბიზნეს ფორუმს გახსნის.


скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх