ფონდი ქართუ ზვიად გამსახურდიას მუზეუმს ააშენებს

სტატიის ავტორი

სოფელ ხიბულაში, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი ქართუ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმს გახსნის. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ყოფნის დროს გახდა ცნობილი.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია. ასევე ხიბულაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх