,,სწრაფად მოძრობდა, „ოპელის" მარკის ავტომანქანის მძღოლს ჩაეძინა და „ბმს" მარკის ავტომობილს შეასკდა" -დაშავებულია სამი ადამიანი

სტატიის ავტორი

ხობში, წმინდა სამების სახელობის ტაძართან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი „ოპელის" მარკის ავტომანქანის მძღოლს ჩაეძინა და „ბმს" მარკის ავტომობილს შეეასკდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ერთს ჭრილობა აქვს შუბლის არეში, სავარაუდოდ, ტვინის შერყევაც და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე იქნება გადასაყვანი. მეორე პირს პოლიტრავმა აღენიშნება, ნეკნების მოტეხილობა და კატასტროფის ბრიგადა გადაიყვანს სხვა კლინიკაში, მესამეს კი ზოგადი დაზიანებები აქვს მიღებული სარკის ნამსხვრევებით სახის არეში", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ხობის საავადმყოფოს მორიგე ქირურგმა თენგიზ გაბელიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх