“დედების ფონდი“ განცხადებას ავრცელებს

სტატიის ავტორი

საქველმოქმედო ორგანიზაცია “დედების ფონდი“, რომელიც რამდენიმე წელია მოქალაქეთა შემოწირულობებით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს ეხმარება, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. რომელსაც Dianews.ge უცვლელად გთავაზობთ.



“რამდენიმე დღის წინ “დედების ფონდ“-ის გვერდზე გავავრცელეთ ინფორმაცია 20 წლის ნაილი მელაძის შესახებ, ფოტო-ვიდეო მასალა ვიზუალურად რა თქმა უნდა მძიმე იყო, ეს გოგო კომატუზოურ მდგომარეობაშია.

ინფორმაცია საზოგადოების ნაწილს არ მოეწონა ვიზუალური მხარის გამო, ამიტომაც დაარეპორტეს და დაიბლოკა ჩვენი გვერდი.
მოგეხსენებათ, წლებია ეს გვერდი ფუნქციონირებს და არა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.
ამ გვერდის უკან დგანან ბავშვები და არა მარტო ბავშვები, ვისაც სასიცოცხლოდ ვჭირდებით.
ყველას გთხოვთ, იმისთვის რომ “დედების ფონდ“-ის გვერდს დაუბრუნდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია და აქტივობა, საჭიროა იაქტიუროთ თითოეულმა თქვენგანმა!
ამისთვის საჭიროა:
სთხოვოთ მეგობრებს მოიწონონ ჩვენი გვერდი!

იყოთ აქტიურები დააკომენტაროთ და დაალაიქოთ ჩვენი პოსტები!

ასევე გააზიაროთ ყველა ინფორმაცია რომელსაც დედების ფონდი დადებს!

გთხოვთ ყველას, ნუ წავართმევთ ბავშვებს გადარჩენის შანსს! ამ გვერდს სასიცოცხლო ფუნქცია აქვს“- წერენ ფონდის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх