მოქალაქეები ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობებს უფასოდ გამოცვლიან

სტატიის ავტორი

დღეიდან ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქცია დაიწყო.
პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ როგორც პირადობის მოწმობას,ისე ბიომეტრიულ პასპორტს. ეს ეხება საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ფლობა უზრუნველყოფს პრინციპს „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“, - აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх