ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, რუსულ ბაზაზე სასწავლო განგაში გამოცხადდა

სტატიის ავტორი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, რუსულ ბაზაზე სასწავლო განგაში გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასწავლო განგაშის მიზანი 1200 სამხედრო მოსამსახურის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა.

„წვრთნებში ჩართულია 1200 სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული საბრძოლო ტექნიკა. მათ შორის მოდერნიზებული ტანკები, ჰაუბიცები და უპილოტო საფრენი აპარატები“ – ნათქვამია განცხადებაში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх