საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"პირ­და­პირ მე­სა­უბ­რე­ბო­და ბო­რო­ტი ძალა, შა­ვე­ბით შე­მო­სი­ლი, სუს­ტი, მა­ღა­ლი აღ­ნა­გო­ბის... ვი­ცო­დი, რომ ეშ­მა­კი იყო" - ქარელში მცხოვრები ოჯახი უჩვეულო მოვლენებზე საუბრობს

personuser access_time3-04-2019, 18:48


ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სა­ღო­ლა­შენ­ში მცხოვ­რე­ბი ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბი სახ­ლს, რო­მე­ლიც თა­ნა­სოფ­ლე­ლის­გან 1991 წელს შე­ი­ძი­ნეს, რამ­დე­ნი­მე დღეა სა­კუ­თა­რი ხე­ლით და მე­ზობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ან­გრე­ვენ. ამის მი­ზე­ზი რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ოჯახ­ში მომ­ხდა­რი უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბი გახ­და. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს

ყვე­ლა­ფე­რი ორი თვის წინ და­ი­წყო, როცა ოჯა­ხის წევ­რებ­მა 18 წლის ლავ­რენ­ტის უც­ნა­უ­რი ქცე­ვე­ბი შე­ნიშ­ნეს. მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­ზარ­დი ხში­რად სა­კუ­თარ თავს ელა­პა­რა­კე­ბო­და, გან­მარ­ტო­ე­ბას ცდი­ლობ­და და ამ დროს ვი­ღა­ცას ეჩხუ­ბე­ბო­და, ბიჭი აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და მისი ქცე­ვე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო.

"ვე­რაფ­რით ვი­გებ­დით რა და­ე­მარ­თა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­იც­ვა­ლა, მე­გო­ნა, რომ ჩემი შვი­ლი არ იყო. სა­შინ­ლად აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, როცა აგ­რე­სი­ას ავ­ლენ­და, მისი და­ჭე­რა 5 ადა­მი­ან­საც კი არ შე­ეძ­ლო... შე­ი­ძუ­ლა სან­თე­ლი, ეკ­ლე­სია, უც­ნა­ურ ხმებს გა­მოს­ცემ­და. წა­ვიყ­ვა­ნეთ ექი­მებ­თან, თუმ­ცა, ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს, ბო­ლოს კი ვი­ფიქ­რეთ, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო და ფსი­ქი­ატრთა­ნაც გვყავ­და, მაგ­რამ ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბავ­შვს უც­ნა­უ­რი რა­ღაც ჭირ­და.

"პირ­და­პირ მე­სა­უბ­რე­ბო­და ბო­რო­ტი ძალა, შა­ვე­ბით შე­მო­სი­ლი, სუს­ტი, მა­ღა­ლი აღ­ნა­გო­ბის... ვი­ცო­დი, რომ ეშ­მა­კი იყო"  - ქარელში მცხოვრები ოჯახი უჩვეულო მოვლენებზე საუბრობს


ბო­ლოს ჩვე­ნი სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის მღვდელ­მა გვი­თხრა, რომ ლავ­რენ­ტი ბო­რო­ტის­გან იყო შე­პყრო­ბი­ლი. რო­დე­საც მო­ძღვარ­მა ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მე­უ­ფე იო­ბის კურ­თხე­ვით კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვე­ბის წა­კი­თხვა და­ი­წყო, ლავ­რენ­ტი ისეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და მის და­კა­ვე­ბას. სწო­რედ ლოც­ვე­ბით გა­მო­ვი­და ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან..." - იხ­სე­ნებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ლავ­რენ­ტი ხა­რა­ზიშ­ვი­ლის დედა ლალი მღებ­რიშ­ვი­ლი.

ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის პრობ­ლე­მე­ბი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, სულ მალე, 18 მარტს, ანა­ლო­გი­ურ­მა პრობ­ლე­მებ­მა ლალი მღებ­რიშ­ვილ­ში იჩი­ნა თავი.

"ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ დე­ტა­ლუ­რად აღვწე­რო, ალ­ბათ არც და­მი­ჯე­რებს ხალ­ხი... პირ­და­პირ მე­სა­უბ­რე­ბო­და ბო­რო­ტი ძალა, შა­ვე­ბით შე­მო­სი­ლი, სუს­ტი, მა­ღა­ლი აღ­ნა­გო­ბის... ვი­ცო­დი, რომ ეშ­მა­კი იყო. სა­ში­ნელ დღე­ში მაგ­დებ­და, მა­ი­ძუ­ლებ­და ჩემი შვი­ლის­თვის ეკ­ლე­სი­ა­ში წას­ვლა­ში ხელი შე­მე­შა­ლა... სან­თე­ლი, ეკ­ლე­სია, ლოც­ვა - მა­ში­ნებ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მინ­დო­და ტა­ძარ­ში შევ­ვარ­დნო­დი ბავ­შვს და იქი­დან გა­მო­მეთ­რია, რომ არ ზი­ა­რე­ბუ­ლი­ყო.



როცა სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის (ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია) მღვდელ­მა ჩვენ სახ­ლში მო­აბ­რძა­ნა წმინ­და კვიპ­რი­ა­ნეს და იუს­ტი­ნეს ხატი, რო­მელ­შიც წმინ­და ნა­წი­ლე­ბია ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, სწო­რედ მა­შინ და­მე­წყო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი აგ­რე­სია, მინ­დო­და, ეს ხატი და­მე­ლე­წა და ნა­წი­ლე­ბად მექ­ცია, მა­მა­ოს ვუყ­ვი­რო­დი, რომ ლოც­ვა შე­ე­წყვი­ტა...

თან და­მე­წყო ხილ­ვა - წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე მე­ცხა­დე­ბო­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ეს სახ­ლი უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა, მის­თვის უნდა დაგ­ვეთ­მო... მა­შინ სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დით რომ სახ­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­მა დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­მა 1991 წელს შე­ი­ძი­ნეს (მა­შინ არც ვი­ყა­ვი ამ ოჯა­ხის რძა­ლი), ეკ­ლე­სი­ის ნან­გრე­ვებ­ზე იყო აშე­ნე­ბუ­ლი... რო­გორც ახლა შე­ვი­ტყვეთ, სწო­რედ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ყო­ფი­ლა ტა­ძა­რი.

ამ ად­გი­ლას სა­საფ­ლაო ყო­ფი­ლა ძვე­ლად, ახ­ლა­ცაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ჩვე­ნი ეზოს ირ­გვლივ საფ­ლა­ვის ქვე­ბი და ეკ­ლე­სი­აც ამ ად­გილ­ზე ყო­ფი­ლა, მერე კი ვი­ღა­ცას და­უნ­გრე­ვია და სახ­ლი აუ­შე­ნე­ბია, იმ ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბიც იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას

ახლა სახ­ლს ვან­გრევთ, ის ქვე­ბიც ვი­პოვ­ნეთ და ცალ­კე გა­და­ვა­ლა­გეთ. იმე­დია, ღვთის შე­წევ­ნით, ისევ აშენ­დე­ბა აქ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია და ამ ქვებ­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ... ახლა შე­და­რე­ბით უკეთ ვარ, კვლავ მი­ჭირს ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი, ისევ ბრძო­ლე­ბი მაქვს, მაგ­რამ მა­მაო მეხ­მა­რე­ბა, მაძ­ლი­ე­რებს..." - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ლალი მღებ­რიშ­ვი­ლი.

ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, ცის­ნა­მი ხა­რა­ზიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც სახ­ლის დან­გრე­ვა და ამ ად­გი­ლის რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ის­თვის გა­და­ცე­მა გა­და­წყვი­ტეს, მდგო­მა­რე­ო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა - მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ლავ­რენ­ტი ეკ­ლე­სი­ის სტი­ქა­რო­სა­ნი გახ­და, რძა­ლი, ლალი კი კვლავ უბ­რუნ­დე­ბა მშვიდ მდგო­მა­რე­ო­ბას.


ვრცლად: ambebi.geскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია