საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სულაც არ არის რთული - დილით ყავა დალიო ოჯახში ყველაზე ლამაზი ჭიქიდან, გაიღიმო და თავი ბედნიერად იგრძნო!

personuser access_time5-04-2019, 13:37


სულაც არ არის რთული - დილით ყავა დალიო ოჯახში ყველაზე ლამაზი ჭიქიდან!

სულაც არ არის რთული - მეზობელს გაუღიმო და უთხრა რომ ის კარგად გამოიყურება!

სულაც არ არის რთული - მაღაზიაში მოლარეს მადლობა გადაუხადო და წარმატებული დღე უსურვო!

სულაც არ არის რთული - სამარშუტო ტაქსის მძღოლს ჩასვლისას მადლობა გადაუხადო!


სულაც არ არის რთული - გაუღიმო იმ მძღოლს, რომელიც მანქანას გააჩერებს ზებრაზე თქვენ რომ გადასვლისას გზა დაგითმოთ!


სულაც არ არის რთული - არ დაყარო ქუჩაში ნაგავი!


სულაც არ არის რთული -მოუბოდიშო იმ ადამიანს, რომელსაც შემთხვევით შეეჯახე ან დააბიჯე!


სულაც არ არის რთული - დაუთმო ორსულს ან მოხუცს ადგილი ტრანსპორტში!


სულაც არ არის რთული - "მარშუტკაში" დაქალი რომ დაგირეკავს უთხრა რომ მერე დაუკავშირდები, იმისთვის რომ თქვენი "საჭორაოთი" ყველა დანარჩენი არ შეაწუხო ტრანსპორტში!
სულაც არ არის რთული -სამსახურში შესვლისას დაცვის თანამშრომელი მოიკითხო და ცოტა წაეჭორაო,ან მაგალითად ერთი ცალი კანფეტი აჩუქო:)


სულაც არ არის რთული - კოლეგას შესთავაზო დახმარება!


სულაც არ არის რთული - კაფეში ოფიციანტს, რომელუც გემსახურება, გაუღიმო და მადლობა გადაუხადო რომ კარგად მოგემსახურა!


სულაც არ არის რთული - ტაქსის მძღოლს უსურვო "მწვანე შუქზე" სიარული და მადლობა უთხრა რომ მოგიყვანა სახლამდე!


სულაც არ არის რთული - დაურეკო საყვარელ ადამიანს და უთხრა რომ ის გიყვარს და სთხოვო რომ თავს გაუფრთხილდეს!


სულაც არ არის რთული - მოიკითხო მშობლები, რომელთანაც აღარ ცხოვრობ და მოუხადო მადლობა რომ შენი მშობლები არიან!


სულაც არ არის რთული - საკუთარ შვილს უთხრა, რომ ამაყობ იმით რომ მისი მშობელი ხარ და რომ იცი რომ მას ყველაფერი გამოუვა!


სულაც არ არის რთული - მტირალა მეგობარს უთხრა "ყველაფერი კარგად იქნება მე მჯერა შენი და მე შენს გვერდით ვარ".


სულაც არ არის რთული - უზრდელობაზე უზრდელობით არ უპასუხო!


სულაც არ არის რთული - აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხო!


სულაც არ არის რთული -
ადამიანის მოკითხვა,
ჩახუტება,
გაღიმება,
სიყვარულის ახსნა,
კომპლიმენტის გაკეთება!
დაფასება!
სულაც არ არის რთული იყო ა დ ა მ ი ა ნ ი!

სულაც არ არის რთული - დილით ყავა დალიო ოჯახში ყველაზე ლამაზი ჭიქიდან, გაიღიმო და თავი ბედნიერად იგრძნო!
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია