საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,დღემდე მის კვალს ვერ მიაგნეს" - 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ

personuser access_time9-04-2019, 13:57


3 აპრილს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა და დღემდე მის კვალს ვერ მიაგნეს. 27 წლის არტურ პეტროსიანის დედა “პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, რომ მისი შვილი ვაზისუბანში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დედა ამბობს, რომ მას შემდეგ შვილს საკუთარი ძალებით, მარტო ეძებს.

“მეორე დღესვე შევიტანე პოლიციაში განცხადება, მაგრამ არაფერი. ფსიქიკური პრობლემა აქვს და მეშინია თავს არაფერი დაუშავოს. ბოლო ხანს სულ მეუბნებოდა, რომ თავს მოვიკლავო. ეს პრობლემები 19 წლის ასაკში, მას შემდგ დაეწყო, რაც მეუღლეს დაშორდა. ეს ამბავი ძალიან განიცადა და სტრესში ჩავარდა. პოლიციას ვეხვეწები კამერები ნახონ მეტეხის ხიდთან. 3 აპრილს საღამოს ამ ხიდიდან ვიღაც მამაკაცი გადახტა, მაგრამ ცხედარი ვერ იპოვეს. ორი დღე ეძებდნენ მაშველებიო. პატრონიც არავინ გამოჩენილა იმ ადამიანის, როგორც ვიცი. ღმერთმა დამიფაროს და იქნებ ჩემი შვილია, ხომ უნდა ნახონ კამერები. ზედ ხიდზეა დამონტაჟებული ეს კამერები, ასევე იქვე კაფეს აქვს ჩანაწერები, მაგრამ მე არ მანახებენ, პოლიციის გარეშე ვერ გაჩვენებთო. ის, მაინც ხომ უნდა ვიცოდე, ჩემი შვილი იყო თუ არა”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” დაკარგული მამაკაცის დედამ, კარინა პეტროსიანმა.

თუ ფოტოზე გამოსახული პიროვნება ვინმეს გეცნობათ, გთხოვთ მოგვწეროთ “პრაიმტაიმის” რედაქციას, ან დაუკავშირდეთ დედას ნომერზე: 599644688
скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია