საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,კაცს სახე არ უჩანდა, თავიდან ბოლომდე სისხლში ცურავდა, საშინელება იყო..." - ავტოსაგზაო შემთხვევა და კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

personuser access_time10-04-2019, 13:39


სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი, ქვეითად მოსიარულე 83 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.


,,სატვირთო მიკოავტობუსი იყო, გზაზე გადასვლისას დაეჯახა. 83 წლამდე კაცს სახე არ უჩანდა, თავიდან ბოლომდე სისხლში ცურავდა. საშინელება იყო." - აცხადებს ერთ ერთი ადგილობრივი

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია