საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორში ,,ალტაოქეის" გაქურდვის საქმე გახსნილია - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

personuser access_time10-04-2019, 16:27



შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული 2 პირი: ი.ბ. და ლ.ა. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 8 აპრილს კომპანია „ალტა ოქეის“ გორის ფილიალიდან სხვადასხვა მოდელის 27 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები თბილისში მდებარე ლომბარდებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ი.ბ.-მ, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 17 მარტს, ამავე მაღაზიიდან სხვადასხვა მოდელის 12 მობილური ტელეფონი მოიპარა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია