საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ნიკა მელიას ნაცვლად სანდრა რულოვსი? - „ნაცმოძრაობის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა“

personuser access_time15-04-2019, 12:29


„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მერის არჩევნების საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობაში" ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა აპირებდა, რომ კანდიდატად ნიკა მელია დაეყენებინა და მიხეილ სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა. ამის გამო ვიცი, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. ეს ინფორმაცია არსებობს და რატომ არ საუბრობთ, მაგალითად, თქვენ ან სხვები? მაინცდამაინც აინტერესებთ, „ქართულ ოცნებაში" რა ხდება. უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ, ნამდვილად არ მაღელვებს არც ნიკა მელიას და არც არავისი ბედი", - განაცხადა ღარიბაშვილმა „იმედთან" საუბრისას.

ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, გულისხმობდა ნიკა მელიასა და გია ბარამიძეს შორის 14 მარტს მომხდარ ინციდენტს. როგორც ცნობილია, პარტიაში საკადრო ცვლილებები და მაისში დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნები უნდა განეხილათ 14 მარტს პოლიტსაბჭოს სხდომაზე, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხდომის დაწყებამდე ზუგდიდის მერის არჩევნებთან დაკავშირებით ნიკა მელიასა და გია ბარამიძეს შორის მწვავე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, რის გამოც პოლიტსაბჭოს სხდომა 18 მარტისთვის გადაიდო.

გია ბარამიძემ მასსა და ნიკა მელიას შორის სიტყვიერი კამათი „პრაიმტაიმთან" დაადასტურა.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია