საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"აქტიური კონსულტაციებია არ დაწყებულა" - კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე

personuser access_time15-04-2019, 12:37


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე დაწყებულ კონსულტაციებს არ ადასტურებს. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ არც ის იცის, თუ რომელ მინისტრებთან აქვს კითხვები ივანიშვილს, რომლის შესახებაც მანც „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკჯეთა აქცენტი.

„თუ იქნება ასეთი განხილვა, საზოგადოება მიღებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას. ვიდრე რაიმე სერიოზული განხილვა არ შედგება, გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. როგორც აღმასრულებელი მდივანი, ვადასტურებ, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები რაიმე სამთავრობო ცვლილებებზე არ ყოფილა. თუ დაიწყება ასეთი მსჯელობა, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. არასწორია კონკრეტული კომენტარის გაკეთება, ვიდრე არ დაიწყება სერიოზული კონსულტაციები. ასეთი სერიოზული აქტიური კონსულტაციებია არ დაწყებულა. მინისტრების ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი, თუმცა განიხილება ეს საკითხი პოლიტსაბჭოს ფორმატში,“- განაცხადა კობახიძემскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია