საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ქარელში „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინეს

personuser access_time15-04-2019, 13:18


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ქარელის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ქარელის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი ვასილ ბაქრაძე, რესურსცენტრის უფროსი გიორგი კობახიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ აღნიშნა, რომ პროექტში მაღალი ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის:
„განათლების კუთხით „ეტალონი“ არის მთავარი კონკურსი საქართველოში. ჩემი აზრით, ეს პროექტი და მასში მაღალი ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენს რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. რადგან ისინი აქ ეცნობიან თანატოლებს. აქვთ საშუალება გამოამჟღავნონ საკუთარი ცოდნა და უნარები. უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და გახდნენ უფრო წარმატებულები“.
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა ვასილ ბაქრაძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ეხმარება მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში:
„ჩემი აზრით ეს არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ვფიქრობ, რომ წარმატების საიდუმლო არის სწორედ განათლებაში. „ეტალონი“ პრაქტიკულად სპორტული შეჯიბრია განათლების კუთხით. ყველა ბავშვი ცდილობს მოემზადოს და რაღაცა კონკრეტული წარმატება მოიპოვოს. ეს პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ზოგადად მთელი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი“.
რესურსცენტრის უფროსმა გიორგი კობახიძემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეთა ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვნად ზრდის მოტივაციას და სწავლის მიმართ ინტერესს:
„მე ვფიქრობ, რომ ამ ასაკში კონკურსი ძალიან ზრდის მოტივაციას და სწავლის ხარისხიც სწორედ ასეთი ჩემპიონატების დახმარებით ძალიან მაღალი ხდება. ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები განსაკუთრებულად ემზადებიან. ჩართულობა ძალიან მაღალია. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს წლევანდელ გამარჯვებულს მთელი სულით და გულით“.
რუისის N2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ნესტან ოქროპირიძემ ნოდარ გოგალაძისსიხარული გაიზიარა და აღნიშნა, რომ რუსის N2 საჯარო სკოლა „ეტალონთან“ მრავალწლიანი მეგობრობით გამოირჩევა:
„ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი მოსწავლეთა განვითარებისთვის. უკვე წლებია ჩვენი სკოლა გვერდით უდგას „ეტალონს“ და ბავშვები ძალიან აქტიურად ემზადებიან ამ პროექტისთვის. წელს მეორე ტურში ჩვენგან ოთხი მოსწავლე იყო წარმოდგენილი. მე ნოდარის ძალიან დიდი იმედი მქონდა. უნიჭიერესი ბიჭია და დარწმუნებული ვარ ფინალშიც ღირსეულად წარადგენს სკოლისა და მუნიციპალიტეტის სახელს“.
"ქარელის ეტალონი მოსწავლის" ტიტული რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნოდარ გოგალაძემ მოიპოვა:
„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აი ამ წუთამდე მაინც არ მჯერა, რომ გამარჯვებულის დიპლომი ხელში მიჭირავს. ეს ძალიან დიდ სიხარულთან ერთად, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მთელი ქარელის წინაშე. ჩემი წარმატების ფორმულა არის ალბათ ის, რომ 11 წლის განმავლობაში დავდიოდი სკოლაში და ვსწავლობდი მაქსიმალურად კარგად. ჩემს პედაგოგებს მინდა ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა და ასევე ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ჩემი სიხარული გაიზიარეს. მე მართლა შევეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ფინალისთვის ძალიან კარგად მოვემზადო და საპრიზო ადგილის მფლობელი გავხდე“.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ქარელის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია