ნუ მოჭრი ბზას - სოციალური კამპანია წელსაც გრძელდება

სტატიის ავტორი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოციალური კამპანია - “ნუ მოჭრი ბზას“ დაიწყო. ინიციატივა, მოახლოებულ ბზობის დღესასწაულს უკავშირდება. მართლმადიდებლები ტაძარში ბზის ტოტეს აკურთხებინებენ და შემდეგ ოჯახებში მიაქვთ, რამაც უნიკალური მცენარე გადაშენების პირას მიიყვანა. კამპანიის ავტორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მოჭრინს ნაცვლად დარგვის მეთოდი გამოიყენონ და ბზას ოჯახებში მოუარონ.


“კოლხური ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის მიზეზი, სხვადასხვა დაავადებასთან ერთად, ბზის დაუდევარი ჭრაა.
შეუერთდი მოძრაობას, შეუნახე შთამომავლობას უნიკალური მცენარე. ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა!
გაახარე რომ გაიხარო!
ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება ისჯება კანონით! ნუ მოჭრი ბზას!
ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის შეძენა შესაძლებელია ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე“-აღნიშნულია სამინისტროს ვებ.გვერდზე.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх