საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობის და ქსელის რეაბილიტაციია დაიწყო

personuser access_time15-04-2019, 13:52


ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობა სავალალო მდგომარეობაშია. წყალი გაუფილტრავად და წყვეტილ რეჟიმში მიეწოდებოდა მოსახლეობას. თუმცა, როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, პროექტის განხორციელების შემდეგ, არსებული სიტუაცია შეიცვლება. მდინარე ბიჯნისულას ხევში, ჰორიზონტალური სალექარების სახით, ახალი სათავე-ნაგებობა მოეწყობა, აქედან წყალი გადავა ულტრაფილტრაციის კომპლექსის შენობაში და გაივლის საბოლოო გაწმენდის პროცესს. გაფილტრული წყალი, დეზინფექციის შემდეგ, გადაიქაჩება სუფთა წყლის რეზერვუარში და იქიდან მიეწოდება მოსახლეობას.

„მიმდინარე პროექტით 3 000 ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. ოჯახებს წყალმომარაგება 24 საათიანი რეჟიმით ექნება. პროექტი გარდამავალია. საწყის ეტაპზე გაკეთდება სათავე და რეზერვუარი, შემდეგ კი მოხდება ქსელის მოწყობა. პროექტის განხორციელების შედეგად, დაბა სურამში, ჩუმათელეთისა და იტრიის უბნებსა და მიმდებარე სოფლებში, ხარისხიანი წყალმომარაგების მეტად მტკივნეული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. “-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.

პროექტი გარდამავალია და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა. მიმდინარე წელს კი გათვალისწინებულია სათავე-ნაგებობის რეაბილიტაციის დასრულება.
პროექტის ჯამური ღირებულება 1248 991 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო სახსრების თანადაფინანსებით ხორციელდება.





скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია