საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ეკა ბესელია მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით გორელებს საკუთარ მოსაზრებას აცნობს

personuser access_time15-04-2019, 14:14


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, გორში დლიდან საჯარო შეხვედრა მიმდინარეობს.
დისკუსიას დამოუკიდებელი დეპუტატები - ეკა ბესელია, გედი ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე უძღვებიან.

დეპუტატების განცხადებით, „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება მოსამართლეების გამჭვირვალედ შერჩევის პროცესს ვერ უზრუნველყოფს.

„ეს ჩვენი მეორე საჯარო ფორმატის შეხვედრაა, ჩვენ ვატარებთ მცირე ზომის შეხვედრებს ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით. ამ პატარა ფორმატის საჯარო შეხვედრებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი - პოლიტიკურ სპექტრს უნდა გასცდეს სასამართლოსა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მეტი ადამიანი უნდა ჩავრთოთ, როგორც თანამონაწილე ამ პროცესის. ახლა, როდესაც პარალელურ რეჟიმში, მათ შორის დღეს, იხილება პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი, როგორ უნდა აირჩიოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ეს განსაზღვრავს, დაცული იქნება თუ არა ხვალ ჩვენი მოქალაქე, მისი სამართალი იქნება თუ არა გარანტირებული. მე მართლაც ძალიან მადლიერი ვარ როგორც ბრიტანეთის მთავრობის, საელჩოს, ასევე ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის, რომლებიც ფინანსური მხარდამჭერები არიან ამ ფორმატის შეხვედრების, რომ ის ემოცია, მუხტი, მოსაზრებები, განწყობები, რომელიც არის მოსახლეობაში, მივიტანოთ პარლამენტში და იმ კოლეგებს, რომლებიც საკუთარი სარკმელის იქით ვერ ხედავენ და ვერ გრძნობენ ამ განწყობებს, მათაც ვუთხრათ, რომ არ შეიძლება ასე წყვეტდე საკითხებს და არ გესმოდეს შენი ხალხის ხმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია