საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არარსებულ მისამართზე 50 დევნილის მიწერაზე პასუხი არ აქვს

personuser access_time17-04-2019, 13:50



ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს არ აქვს პასუხი, რატომ არის 50-მდე დევნილი მიწერილი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე არარსებულ მისამართზე. მესხს შესაბამისი კითხვით მას შემდეგ მივმართეთ, რაც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ ერთმა ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ ინფორმაცია მედიასთან გაასაჯაროვა.

საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომლის უშუალო მოვალეობაა ამომრჩეველთა სიაში არსებული ხარვეზები გამოასწოროს, ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიაწოდოს ხარვეზების შესახებ ინფორმაცია.

„სწორედ ამიტომ აქვთ ამომრჩეველთა სიები პარტიებს, თუ ისინი აღმოაჩენენ მსგავს ხარვეზებს შეუძლიათ მოგვმართონ” - აღნიშნა მესხმა.

„ნიუპოსტის” კითხვაზე, არის თუ არა ხარვეზების გამოსწორება საოლქო კომისიის მოვალეობა, მესხი ამბობს, რომ „ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის”.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფაქტობრივად ადასტურებს, რომ გამსახურდიას 112 ში, სადაც ადრე დევნილები იყვნენ შესაძლოა ამომრჩეველთა სიაში ახლაც ფიქსირდებოდნენ. ეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ინფორმაციით, ყოფილი 12- სკოლის მისამართზე რეგისტრირებულებთაგან უმრავლესობამ დევნილთა სამინისტროსგან ბინები ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე უკვე მიიღეს.

მირანდა მესხი ამ კონკრეტულ ფაქტზე აცხადებს, რომ სიების დასაზუსტებლად “დევნილთა სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ჰქონია”.

„ადრე ასეთი პრობლემა არ ყოფილა“ - თქვა მესხმა.

“ნიუპოსტი” ასევე დაინტერესდა, ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ მაინც თუ მოხდება ხარვეზის გამოსწორება, რაზეც მესხმა ოპოზიციას მოუწოდა, დოკუმენალურად წარმოადგინონ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ფაქტი.

newposts.geскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია