საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„ყველა დარღვევას ვაგროვებ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ“ - ბესელია კობახიძეზე

personuser access_time17-04-2019, 16:11


მმართველი პარტიიდან წასული ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებაზე საუბრობს. ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ყველაზე მძიმე დარღვევაა, როცა დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევ:

„მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს ვანიშნე პროცედურაზე, ჭერს უყურა იმდენი ხანი, რამდენიც დარბაზისთვის არ მიუპყრია ყურადღება. ყველგან გაიხედა, ოღონდ, არ შეემჩნია, რომ სიტყვის უფლებას ვითხოვდი. კობახიძე ვინ არის, რომ სიტყვით გამოსვლით არ ვისარგებლო და ეს უფლება შემიზღუდოს? ვუთხარი, თუ ვერ მხედავ, ამოვალ-თქო და ავედი, უფრო ახლოს დავენახე. გავაფრთხილე, რომ კეთილი ინებოს, კონსტიტუცია და რეგლამენტი დაიცვას. გაფრთხილება მივეცი, ჩვენი უფროსი კი არ არის, სხდომის წამყვანია და როცა პროცედურებს არღვევს, პასუხი მოეთხოვება. ყველა დარღვევას ვაგროვებ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც მისი ყოფნა საფრთხის შემცველია, მისი გადაყენების საკითხს დავაყენებ. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას თავისი პროცედურა აქვს და ეს პროცესი იქნება მისთვის დამასრულებელი, თორე, შინაასრობრივად გინდ ყოფილა, გინდ არა, ერთი კომიკური ფიგურაა. არ იცის ურთიერთობა, როგორ მოიქცეს, რეგლამენტი როგორ დაიცვას, იცის, მხოლოდ ჭერში ყურება, ან გვერდით გახედვა, რომ არ შეგამჩნიოს. ახლა მიკროფონების გამორთვა ისწავლა. სანამ ზემოთ მეორედ ავსულვარ, გონს მოეგოს“, – განაცხადა ბესელიამ.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია