საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„ვენეციის კომისიის მიმართ ასეთი უდიერი დამოკიდებულება, მძიმე რეპუტაციულ დარტყმას მოიტანს“ - ანა დოლიძე

personuser access_time17-04-2019, 17:23


საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისა და შერჩევის კრიტერიუმები - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხთან მიმართებით გუშინ გასაჯაროვდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნებოდა სრულიად ფორმალისტური დამოკიდებულება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოს მიმართ"

"უამრავი, 10-მდე ძირეული ცვლილებისგან განსხვავებით, თავმჯდომარე აპირებს რომ გაითვალისწინოს ერთი ან ორი. ეს რა თქმა უნდა, დემოკრატიულობას იმ პროცესს ვერ შესძენს, რომელიც წარიმართება. ეს მოიტანს ძალიან ცუდ შედეგს და უდიდეს რეპუტაციულ დარტყმას ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. ვენეციის კომისია არის სერიოზული, საერთაშორისო, ჩვენი პარტნიორი ორგანო, მის მიმართ ესეთი უდიერი დამოკიდებულება, მისი დაჩქარება ჯერ და მერე მისი რეკომენდაციების გადაგდება გვერდზე, მოიტანს მძიმე რეპუტაციულ დარტყმას,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

იუსტიციის საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან მხოლოდ ერთი ან ორი რეკომენდაციის გათვალისწინება საკმარისი არ არის:

„პარლამენტი კომპლექსურად უნდა მიუდგეს ვენეციის კომისიის დასკვნას და მხოლოდ ამოგლეჯილად, ერთი ან ორი რეკომენდაციის გათვალისწინება არსებულ ვითარებას და სურათს ვერ შეცვლის, რადგან ისევ იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ჩინჩალაძემ და ამ ადამიანებმა, რომელსაც დღეს აქვს გავლენა სასამართლო სისტემაში, ისევ შეინარჩუნონ თავისი პოზიცია,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია