საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს ირაკლი კობახიძე იქნება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე

personuser access_time17-04-2019, 17:34


დაპირისპირება ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის - ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს ირაკლი კობახიძე იქნება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე:

„ეს არის საპარლამენტო კრიზისი. ამას ასე ჰქვია. ამ კრიზისის მთავარი სათავე არის პირველ რიგში გადაწყვეტილების მიმღები პირები და პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული კობახიძე.

კობახიძეს პარლამენტში არ ჰყავს ბიძინა ივანიშვილი, რომ ხელი ჩასჭიდოს და როგორც ამას უმრავლესობის სხდომაზე აკეთებს ხოლმე, ხან ჩემთან მოჰყავს ბოდიშის მოსახდელად, ხან კარებისკენ მიუთითებს. აქ არ ჰყავს ივანიშვილი, რომ მოკიდოს ხელი და სწორი მიმართულებები მისცეს, ამიტომ, ვიდრე საპარლამენტო დარბაზში მისი გამოჩენის აუცილებლობა დადგება პირდაპირი მნიშვნელობით და ვიდრე ეს პარლამენტი მართლაც პოლიტიკურ ხანძარში გაეხვევა, იქამდე ვიღაცას ჭკუა უნდა ეყოს და გამოიყვანოს ამ კრიზისული სიტუაციიდან პარლამენტი.

კობახიძის წყალობით სადამდეც მივედით, ეს ჩანს. თუ დარჩა ვინმე პატრონი ამ მმართველ პარტიაში, განსაკუთრებით ამ კრიზისული სიტუაციიდან გამომყვანი, ამაზე უფრო აუცილებელი დრო არ ვიცი მე რა არის.

თავიდან ჩამოვთვალო რა თანამდებობებზე ვთქვი უარი? მე მგონი მოსაბეზრებელი გახდა. მე ვთქვი, რომ ასეთი სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არ ვიქნებოდი. არ დავეთანხმე ვიცე-სპიკერობას, ჩემი თანამდებობაც დავტოვე იმიტომ, რომ ის სია შემეჩერებინა და ეს შეშინებული კობახიძე, რომელიც ჩინჩალაძეს ლამის ფეხქვეშ გაეგო, როგორმე ამ ვითარებიდან რომ გამოსავალი მოძებნილიყო, მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ჩემი გადადგომა იყო აუცილებელი ნაბიჯი. თანამდებობებს ვინ არის გამოკიდებული კარგად ვხედავთ. ჩემი მისამართით მაინც სირცხვილია, ნუ იყენებს ასეთ ტერმინებს.

კობახიძე გინდ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარედ, გინდ არა, ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის არ იყოს, გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთ ეს თქვენი გაგორებული თავმჯდომარეო, ახლა იმ მდგომარეობაშია უკვე. მის პატრონს, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მოკიდოს ხელი, როგორც ერთხელ ჩაკიდა ხელი უმრავლესობის სხდომაზე და ჩემთან მოიყვანა ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ ჩემს სიახლოვეს არ მოვუშვი, ხელი მოკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს, სანამ პოლიტიკურ ხანძარში გაახვია ეს პარლამენტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია