საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ყიფიანის ქუჩაზე №11-ე მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

personuser access_time18-04-2019, 13:28


გორში ყიფიანის ქუჩაზე, N11-ე კორპუსის ეზოში სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტის ფარგლებში თავდაპირველად ეზო მოასფალტება. ამის შემდეგ მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და შემოისაზღვრება გაზონები.

საცხოვრებელი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაიგეგმა. სამუშაოების 90% გორის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

“იმდინარე წელს თანადაფინანსების მიზნით, 18 ამხანაგობამ უკვე წარმოადგინა მერიაში 22 საპროექტო ინიციატივა. მათ შორის ყველა დაკმაყოფილდა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 307 517, ხოლო მერიის დაფინანსების წილმა 272 616 ლარი შეადგინა. პროგრამის ფარგლებში ამხანაგობებს, საშუალება აქვთ ისეთი პრობლემები გადაჭრან, როგორიცაა - სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, კორპუსების ფასადების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია. გასული წლისგან განსხვავებით, 2019 წელს პროგრამის ფარგლებში გარდა პროექტის ღირებულების 90%-ისა, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს“- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა. მერი სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია