საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გაუშვით თუ თავისი ნებით წავიდა? - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

personuser access_time19-04-2019, 14:31


გაუშვით თუ თავისი ნებით წავიდა? - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

ბახტაძის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე:

„მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც მთავრობის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა მექნება, გადაწყვეტიელბა უნდა მიმეღო მე და მივიღე ეს გადაწყვეტილება მასთან საუბრის შემდეგ.

თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა არის ნათელი პასუხი იმაზე, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და მან ეს ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად, რომელიც ერთად თავს იყრის ეკონომიკის სამინისტროში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მინისტრი, რომელიც ტემპს ჩამორჩება, მის მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული:

„ჩვენ სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები გვჭირდება, მე არა ერთხელ განვაცხადე, 2019-2020 წლებში ჩვენი ბიუჯეტი კონსოლიდირებული იქნება 27 მილიარდი ლარით, ეს არ არის საკმარისი რესურსი იმსითვის, რომ ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი რესურსია იმისთვის, რომ საზოგადოების პრობლემები შევამსუბუქოთ, ამ თანხას სჭირდება ოპერატიული და ეფექტური მართვა, ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია შედეგის საჩვენებლად, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს, ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია