საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„მეგობრობა და ერთობა" გორში შეხვედრას მართავს

personuser access_time20-04-2019, 14:43


როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 20 აპრილს, ქ. გორში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობა და ერთობა" მართავს შეხვედრას ‘’ძველი ნდობისა და სახალხო დიპლომატიის აღდგენის მიზნით,“ რომელსაც დაესწრება „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი.

გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ქალაქმა გორმა და მისმა მოსახლეობამ 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია და დღემდე მწვავე პრობლემად რჩება ჩვენი ქვეყნის წინაშე ქ.გორის რაიონების მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია, იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების გატაცება, ძარცვა, წამება და სიკვდილიც კი. ამას გარდა რამდენიმე წელია ისტორიულ შიდა ქართლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართული კულტურის ძეგლების ვანდალური ხელყოფა საოკუპაციო რეჟიმის მიერ.

რუსული სახელმწიფო სტრუქტურები ფინანსური, სამხედრო და ინფრასტრუქტურული რესურსებით ეხმარებიან დე ფაქტო, არაკანონიერ ხელისუფლებას და ლობირებენ საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე მის დე იურე აღიარებას.
ამავდროულად, ვლადიმერ ხომერიკი გამოირჩევა კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკისადმი სიმპათიებით, თავადვე აცხადებს, რომ არის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი და მტრობს საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში მან განაცხადა: “არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ოკუპაცია სულ სხვა რამეა, აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია. ქართველების მხრიდანაც ოკუპირებულია რუსეთი. რუსეთში ახლა 1 მილიონ ქართველზე მეტი ცხოვრობს“, - მსგავსი ტიპის ანტი სახელმწიფოებრივი განცხადებები შეურაცხყოფს ქართული საზოგადოების ღირსებას.

ნათელია, ამ განცხადების ავტორი ეჭვ ქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს.

"ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია" მის პროექტებში ჩართულ ახალგაზრდებთან ერთად გმობს ამ ტიპის დესტრუქციულ შეხვედრებს.
ვფიქრობთ, ასეთი შეხვედრები კრემლის მხრიდან საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია, რასაც ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს საქართველოს სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.
ტერიტორიული მთლიანობის აღსაღდგენად და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის შერიგებისა და ინტეგრაციისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, თუმცა ამით თვალს არ უნდა გვიხვევდნენ ანტი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, რომელთა საქმიანობაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ამაზე უნდა მსჯელობდნენ ჯანსაღი პოლიტიკური ხედვის მქონე, საქართველოს მოქალაქეები. რომლებიც სწორად აფასებენ საქართველოს, რუსეთის ფედერაციას და მისმიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონებს შორის მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს.

მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია