"ჩემი ხელით მოვუდუღებ" - ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას ფინჯან ყავაზე ეპატიჟება

სტატიის ავტორი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მივა, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას კი ირონიით პასუხობს.
საუბარია ოპოზიციის მოთხოვნაზე გახარიას საკომიტეტოს სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით, გახარიამ დეპუტატებს შესთავაზა, დამატებითი კითხვების შემთხვევაში იგი ყავაზე დაპატიჟონ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის საკუთარი ხელით მოუდუღებს შს მინისტრს ყავას, მაგრამ უნდა მივიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს:

„დღეს შს მინისტრთან ძალიან სერიოზული კითხვებია და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები, თუ მას აშინებს კომიტეტში და პარლამენტში მოსვლა, მინდა შევთავაზო, ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი’’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх