,,თავს დაესხა და დანა ყელის არეში გაუყარა" - რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

სტატიის ავტორი

იტალიური მედიის ცნობით, რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. დაპირისპირება პიაცა დე ჩინკესენტოს მოედანზე, ავტობუსში მოხდა. წარმოშობით მაროკოელი კაცი 44 წლის ქართველს დანით თავს დაესხა და დანა ყელის არეში გაუყარა. დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა.

იტალიური გამოცემა წერს, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს არ იცნობდა და სავარაუდოდ ორივე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх