ჩცდს მსახიობი გარდაიცვალა (ფოტო)

სტატიის ავტორი

ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ნელი ბასილაშვილი დღეს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოზურგეთის თეატრის დირექტორი, ზაზა ჯინჭარაძე ავრცელებს. მისი თქმით, ნელი ბასილაშვილი დღეს დილით ოჯახის წევრებმა ლოგინში გარდაცვლილი ნახეს.

ახლობლების თქმით, მსახიობი არ ავადმყოფობდა და მისი გარდაცვალება მოულოდნელი იყო.

ნელი ბასილაშვილი 48 წლის განმავლობაში ოზურგეთის თეატრის წამყვანი მსახიობი გახლდათ. მიღებული აქვს არაერთი საპატიო სიგელი და ჯილდო.

მსახიობი ბოლოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც გადაიღეს, სადაც ის გურიაში გარდაცვლილი ქალის როლს ანსახიერებდა.

ჩცდს მსახიობი გარდაიცვალა (ფოტო)




„მსახიობი ნელი ბასილაშვილი გარდაიცვალა… თითქოს მართლა ანგელოზმა მოუტანა ფრთები და ღრუბლებს გაჰყვა… მოულოდნელი და ტკივილიანი დილა გაგვითენდა მკაცრი რეალობით. ღმერთმა ნათელში დაგივანოს, ნელი. გვაპატიე, თუ ჩვენს სიყვარულს სათანადოდ ვერ გაგრძნობინებდით“, – წერია ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх