პრეზიდენტი: მოსამართლეების შერჩევა მაღალი რეპუტაციის მოსამართლეების არჩევას უნდა ემსახურებოდეს

სტატიის ავტორი

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს - ესაა საზოგადოების ძლიერი ნდობით აღჭურვილი და მაღალი რეპუტაციის მოსამართლეების არჩევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, ვენეციის კომისიის მხოლოდ ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებამ, გამოცდის გაუქმებასთან დაკავშირებით, სიტუაცია ვერ განმუხტა.

მოისწრაფიშვილის განმარტებით, პრეზიდენტი სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო კონსულტაციებში, რომლის შემდეგაც დამატებით 3 რეკომენდაცია იყო გათვალისწინებული. ერთადერთი, რაც ძირითადი 5 რეკომენდაციიდან არ იყო გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეების ფარული კენჭისყრის წესს.

როგორც მოისწრაფიშილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის მოსაზრება, მოსამართლეების ნაწილის 2020 წლის არჩევნების შემდეგ გამწესებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს უფრო პოლიტიკურად მიაჩნია, ვიდრე სამართლებრივად.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх